ნადირობის ეთიკა
მონადირეს,
იარაღით ხელში ბუნებასთან ანუ სიცოცხლესთან აქვს საქმე. მას თავისი ქცევით უდიდესი ზიანის მიყენებაც შეუძლია და სიკეთის ქმნაც.
ზოგიერთნი
მონადირეებს
მკვლელებსაც
უქოდებენ,
მაშინ როცა კაცობრიობა იცნობს გენიოსებს, რომლებიც მონადირეები იყვნენ და ვერავინ უარყოფს ამ ფაქტს, რომ ნადირობამ მათ ცხოვრებაში და შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა;
ბუნების
მესაიდუმლე,
მისი დიდი ქომაგი, უბადლო პოეტი და მონადირე ვაჟა-ფშაველა.
ჰემინგუეი,
უდიდესი მწერალი, რომელმაც მართალია თვითმკვლეობით დაასრულა, მაგრამ როგორ შეიძლება იგი ბუნების მკვლელი და მტერი ყოფილიყო.
რეზო
ლაღიძე, ჩვენი დიდი კომპოზიტორი, რომელიც მხოლოდ სილამაზესა და სიყვარულს უმღეროდა.
ნადირობის
ეთიკაა სწორედ ის, რომ:
მონადირე
არასოდეს ესვრის სხვა მონადირის წინ აფრენილ ფრინველს და ნადირობის წინა არასოდეს გადაუსწრებს სხვას.;
მონადირე
არასოდეს ესვრის ბუნდოვან მიზანს. არ ესვრის ისეთ მანძილზე, სადაც ფრინველის დაჭრისა და დაკარგვის ალბათობა დიდია. იგი არც ახლო მყოფ ფრინველს ესვრის ისეთ ადგილზე, საიდანაც მისი აღება შეუძლებელი იქნება.
მონადირე
არასოდეს არც თვითონ ივლის ქანც-გაწყვეტამდე და ზედმეტად არც ძაღლს გადაღლის.;
მონადირე
არასოდეს ინადირებს ღამით, მანქანის ან პროჟექტორის შუქზე;
მონადირე
არასოდეს გამოიჩენს სიხარბეს და დიდი რაოდენობით ნადირ-ფრინველის დახოცვას თვითმიზნად არ გაიხდის. აქ ერთი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო. ერთხელ საპატიო სტუმრებთან და ცნობილ სპორტსმენებთან ერთად ივრის ხეობაში ვიყავი კაკაბზე სანადიროდ. ჩვენთან ერთად იყო, მრავალი წლის განმავლობაში გარდაბნის სამონადირეო მეურნეობის დირექტორი - ტარიელ კაპანაძე. ბატონმა ტარიელმა ნადირობის დაწყებისას სავაზნე მოხსნა, ჯიბეში რამოდენიმე ვაზნა დაიტოვა და განაცხადა - „დღეს მხოლოდ ამას დავცლიო". პირობა შეასრულა, სადილობამდე 3-4
კაკაბი მოინადირა, ხოლო სადილობის შემდეგ დაგვყვებოდა და ჩვენ ნადირობას ადევნებდა თვალს. მის შემხედვარეს როგორღაც ყველას ჩაგვიქრა ნადირობის ჟინი და აზარტი.
მონადირე
ბუნებაში სანადიროდ მხოლოდ იმისთჳის არ გავა, რომ რაღაც მოინადიროს. მას სილამაზის დანახვის უნარიც უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს ხანდახან დაივიწყოს თავი, ძაღლიც და დატკბეს ბუნების სილამაზის ხილვით, რის გარეშეც ნადირობა დაკარგავდა ყველაზე მთავარს - ხიბლს. ამიტომ მონადირეს თოფთან ერთად სასურველია ფოტოაპარატიც ჰქონდეს თან. ტელევიზიით ხშირად ვუყურებთ აფრიკის სავანეებში ბინადარ ნადირ-ფრიველს, მათ ქცევას, და ვინ იტყვის, რომ ამ კადრების გადაღება და ასახვა უფროა დვილია, ვიდრე თოფით ნადირის მოკვლა, ერთი ტყვიის გასროლით. განა ბევრი ჩვენგანი აკეთებს ამას? განა ყველა ვისაც მხარზე თოფი ჰკიდია და გვერდზე ძაღლი მიჰყვება ყველა მონადირეა?
მაგრამ საქმე არც ისეა როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ. მათთვის ყველა მონადირე მკვლელი თუ არა ბრაკონიერი მანცაა. მართალია ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა დღესაც აქტუალური საკითხია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ნამდვილი მონადირე არშეიძლება ბრაკონიერი იყოს. ყველამ კარგად იცის რომ თანამედროვე ნადირობა ძირითადად სპორტის სახეობაა დაა რა რეწვა. ნანადირევს როგორც კვების პროდუქტს, ხორცეულის საერთო პროდუქციაში რაღაც უმნიშვნელო 1-1.5 პროცენტი უკავია. ამიტომ ერთ შემთხვევაში ბრაკონიერობა კვებითი პროდუქციის მოპოვების მიზნით კი არ წარმოებს. არამედ საკუთარი მდგომარეობის, უპირატესობის ყველასგან გამორჩეულად გამოჩენის მიზნით. მაგალითად ვერტმფრენიდან ნადირობა, რომელზეც ცხადია ყველას ხელი არ მიუწვდება. მეორე შემთხვევაში კი ბრაკონ იერს მოკვლის ცხოველური ჟინი ამოძრავებს, გაუმაძღარია დამოიპოვებს მაშჲნ, თან იმდენს საერთოდ რომა რ სჭირდება. ბუნებაში ასეთი მტაცებელი ერთადერთი მგელია... ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე საგაზაფხულო ნადირობა მწყერზე, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება...
ბრაკონიერობასთან ნამდვილად დაუნდობელი ბრძოლა, ზოგჯერ კანონის გამკაცრებაცაა საჭირო, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მომავალი თაობის ბუნების ისყვარულით აღზრდაა. მასში პატარაობიდან უნდა ჩავნერგოთ მშვენიერების გათავისებისა და სისხლის სიძულვილი. ჩვენ თუ ბავშვს ვაჩვენებთ და ავუხსნიტ, თუ რა დიდ შრომას ეწევა მერცხალი თუ სხვა, ჩვენთან ახლოს მობუდარი ფრინველი - როგორ აშენებს ბუდეს როგორ ჩეკავს, ზრდის ბარტყებსა და ხუნდებს - ბავშვი არასოდეს დაიჭერს ხელში რაგატკას, არასოდეს დაანგრევს ბავშვი ბუდეებს და არ ამოსხამს ბარტყებს საწვალებლად.
ბავშვი ბუნებასთან ახლო ურთიერთობს და მის სიყვარულს უნდა შევაჩვიოთ. პატარა - ქრისტიანული რწმენით და მორალით, ათი მცნების გაცნობიერება - გათავისებით უნდა აღვზარდოთ. თუ ჩვენ მას ჩავაგონებთ რომ ღმერთმა ყველაფერი - სულიერი თუ უსულო, მთა თუ მდელო, მდინარე და კიდევ ბევრი რამ ურთიერთ ჰარმონიისა და სიკეთისათვის შექმნა, მასში მტაცებლის ჟინის ნაცვლად, სიცოცხლისა და სილამაზისადმი სიყვარული დაისადგურებს. ბავშვმა უნდა იცოდეს ბიოველი ადამიანის გარდა ყოველ სულიერსა და მათ შორის მცენარეებსაც რომ აქვთ, რომ მარტო ტყის ჰაერი კი არ აირს ადამიანებისთვის მკურნალი, არამედ მათი ბიოველიც. რომ მის მიერ შერჩეული საკუთარი ხე, და მისი მოფერება დადებითი ემოციებით ავსებს და კურნავს მის ორგანიზმს. მიიყვანეთ ბავშვი ფიჭვთან, სთხოვეტ მას ხელით შეეხოს, მიუალერსოს მას და სულ რაღაც ორ სამ წუთში მის ორგანიზმში საოცარი სითბო ჩაიღვრება და სრულ ნეტარებას იგრძნობს. ჩვენ თუ ბავშვს ისე აღვზრდით როგორც ამას ჩვენგან ღმერთი მოითხოვს, შეუძლებელია ამ ბავშვისაგან ბრაკონიერი და მკვლელი ჩამოყალიბდეს. ჩვენ უფროსებიუნდა ვიყოთ ბავშვისათვის უპირველესი მაგალითის მიმცემი და ისიც, სწორი აღზრდის შედეგად მშვენიერების აღსაბეჭდად თავიდან ალბათ ფოტოაპარატს აიღებს ხელში, ხოლო როცა წამოიზრდება თუ სანადიროდაც გაუწევს გული , ნადირობა მისთვის მხოლოდ სპორტული აზარტის დაკმაყოფილების საშუალება და ბუნებასთან ჯანსაღი ურთიერთობის წყარო იქნება.
|