ხუთშაბათი, 21.11.2024, 19:45მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » ნადირობის წესების შესახებ
19:34
ნადირობის წესების შესახებ


ნადირობის წესების შესახებ

 

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები:

I- მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი (ნადირობის ვადა 21 აგვისტოდან 15 თებერვლამდე). II- ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე). III-წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).

ნადირობა აკრძალულია:

აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.


ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033. განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის – ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, რაიონი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

ნადირობისათვის დაშვებული იარაღები:

სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი.

აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა. ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.


ნადირობის აკრძალული მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება; დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით". ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებულია 8 ცხენის ძალაზე არაუმეტესი სიმძლავრის მქონე ძრავიანი ნავების გადაადგილება. ბადით თევზაობა დაშვებულია პერიოდში 15 ივლისიდან 31 დეკემბრამდე, გარდა დატბორილი მონაკვეთებისა. ანკესით თევზეჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია: (877) 97 59 59, (995 293) 6 72 97 ან (877) 10 18 96 - ქ.ფოთი, გურიის ქ. 222.

წყარო: megrlia.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1089 | დაამატა: gio | ტეგები: ნადირობის წესების შესახებ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი