ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა
იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის
ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.
სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები:
მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი,
ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი
(ნადირობის ვადა 21 აგვისტოდან 15 თებერვლამდე).
ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15
დეკემბრამდე).
წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი,
იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1
ნოემბრიდან 1 მარტამდე).
ნადირობა აკრძალულია:
დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში.
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა
და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები:
სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი.
სანადირო პნევმატური იარაღი.
აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა
იარაღით ნადირობა.
ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის
(10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა
და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში,
აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების
დარღვევად და ისჯება კანონით.
|