ნაოჭა სოკო
ქუდი-2-10
სმ დიამეტრისაა; ტალღოვანი, ტვინისებურად დანაოჭებული ზედაპირით. კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი; მუქი ყავისფერი ან წაბლისფერია.
ფეხი-3-9
სმ სიგრძისა და 1,5-4 სმ სისქისაა; ცილინდრულია ან ბოლქვისებური, სიგრძივ ნაოჭიანი, ფუყე; მოთეთრო ან მოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო ფერის.
სპორები
ელიფსურია,
16-25X8-13 მკმ.
ჩანთები ცილინდრულია
200-300X12-16 მკმ.
იზრდება
ნიადაგზე ფიჭვნარებში, გზებთან ახლოს, გაზაფხულზე.
გამოყენება-პირობითად საჭმელი სოკოა, იხმარება მხოლოდ წყალში 20-30 წთ დუღილის შემდეგ, წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლა გარდაუვალია. სხვა ქვეყნებში ნაოჭა სოკოთი მოწამვლის მრავალი სასიკვდილო შემთხვევაა აღნიშნული. ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ.
|