სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ნიამორი
|

ნიამორი
ნიამორი ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახსა და ირმების ქვეოჯახს. უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სხვა სახეობების თხები. მამრების სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე მინდაოში 80-95 სმ. სხეულის წონა იშვიათად აღემატება 40 კგ-ს. მდედრები ჩამოუვარდებიან მამრებს როგორც სხეულის ზომით, ისე წონითაც. მოზრდილ მამრს აქვს გაბრტყელებული შავი, ერთ სიბრტყეში რკალისებრად მოღუნული რქები. რქების სიგრძე ხშირად აღემატება 1 მ-ს. მდედრების რქების სიგრძე იშვიასთად აღემატება 40 სმ-ს. რწის წინა მხარეს წიბოს სახე აქვს და მასზე შესამჩნევია ბორცვები. მამრებს ახასიათებს გრძელი წვერი, სწორედ ამიტომ ნიამორს ზოგჯერ ეძახიან წვეროსან თხას. ბეწვის შეფერილობა ზაფხულობით ქარცია, ზურგზე გასდევს გასწვრივი მურა ზოლი, რომელის საყელოს მსგავსად შემოვლებულია მამრის სხეულზე. ზამთრობით ბეწვის შეფერილობა ხდება მუქი-რუხი. გავრცელებულია ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, მცირე აზია, კავკასია, ირანი, თურქმენეთის სამხრეთი, ბელუჯისტანი, დასავლეთ სინდი. საქართველოში მცირე ჯგუფებად გვხვდება თუშეთში და პირიქით ხევსურეთში, ძლიერ საეჭვოა ამჟამად ნიამორის არსებობა მცირე კავკასიონზე. ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის ტყეების ზემო და შუა სარტყლის მიუდგომელ კლდოვან ადგილებში, ზღვის დონიდან 1000- 3000 მ სიმაღლეზე. იკვებება ბალახით, მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ტოტებით, კენკრებით. ცხოვრობს მცირერიცხოვან ჯგუფებად, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ათეულ ნიამორს. შეუღლება იწყება შემოდგომაზე და გრძელდება დეკემბრის ბოლომდე. აპილ-მაისში მდედრი შობს ერთ ან ორ ციკანს. იძლვა ხორცს, ტყავს, რქებსა და ჩლიქებს. დაბალი რიცხოვნობისა და იშვიათობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
|
კატეგორია: ცხოველები |
ნანახია: 1550 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|