ოქროს რეტრივერი
ოქროს ტერივერის წარმომავლობა ჯერ კიდევ საკამათო თემაა: ერთნი ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები რუსი ჯამბაზების ნაგაზები იყვნენ, რომელნიც ლორდმა ტვიდმაუტმა 1860 წელს საცირკო წარმოდგენაზე ნახა. ლორდი რუსული ნაგაზების საცირკო წარმოდგენით აღფრთოვანებული დარჩენილა, ყველა ძაღლი შეუძენია და მათი მოშენებისათვის მიუყვია ხელი. სხვათა აზრით, ოქროს რეტრივერის წინაპრები წმინდა ჯონის ძაღლები იყვნენ. 1868 წელს წმინდა ჯონის ყვითელი ხვადი ძაღლი შეაჯვარეს ტვიდ სპანიელის ძუ ძაღლთან (ტვიდ-სპანიელები დღესდღეისობით გადაშენებულია, ისინი მონადირეებს წყლიდან ნადავლის ამოყვანაში ეხმარებოდნენ). ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ახალი ჯიშის ოქროს რეტრივერის ჩამოყალიბებას.შემდგომში ეს ძაღლები ჯვარდებოდნენ ბლანდხაუნდებთან, ირლანდიურ სეტერებთან და სხვადასხვა სახის სპანიელებთან. პირველ ეტაპზე მეტი ყურადღება ექცეოდა ოქროსფერ შეფერილობას, თუმცა თანდათანობით კრემისფერ ძაღლებსაც დაეთმოთ ყურადღება. პირველად ოქროს რეტრივერი გამოფენაზე 1913 წელს გამოჩნდა, ხოლო ერთი წლის თავზე მან დამოუკიდებელი ჯიშის სტატუსი მოიპოვა. ოქროს რეტრივერები ძალიან ენერგიული, მხიარული, ჭკვიანი, ელეგანტური და უცხო ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლები არიან. ისინი ყოველთვის გამოხატავენ მზადყოფნას, პატრონს თავიანთი საქციელით ასიამოვნონ. ხასიათი: კარგი მონადირე, მეგობრული, უცხოების მიმართ კეთილგანწყობილი, ბავშვების მოყვარული, მშვენიერი გარეგნობის. უცხო პირთა მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილი. სიმაღლე მინდაოში: ხვადი: 56-61 სმ. ძუ 51-56 სმ. წონა: ხვადი 35-38 კგ. ძუ 30-33კგ. შეფერილობა: მხოლოდ ოქროსპერი ან კრემისფერი. წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი.
|