ოსტეოსინთეზი
მოტეხილობა არის ძვლის მთლიანობის ნაწილობრივი ან სრული დარღვევა გამოწვეული სწრაფმოქმედი ძალით, ან მასში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით: მოტეხილობას თან ახლავს რბილი ქსოვილების დაზიანება. მოტეხილობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი იშვიათია და ვითარდება ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს ტრამვის, ან ძვლების პათოლოგიური ცვლილებების შედეგად. თანდაყოლილ მოტეხილობას მიეკუთვნება მშობიარობისას მიღებული მოტეხილობა. შეძენილი-მიზეზის მიხედვით შეიძლება იყოს ტრამვული და პათოლოგიური. პათოლოგიური მოტეხილობის მიზეზს მიეკუთვნება- ჰემატოლოგიური ოსტეომიელიტი, ტუბერკულიოზი, სიმსივნე, ექინოკოკოზი, ზვლის ცისტა და სხვა. ტრამვული მოტეხილობის მიზეზია მექანიკური ძალის მოქმედება. ძალის მიყენების ადგილის მიხედვით არჩევენ პირდაპირ მოტეხილობას, როცა ძვალი ტყდება ძალის მოქმედების ადგილას და არაპირდაპირს, როცა ძვალი ზიანდება ძალის მოქმედების ადგილიდან დაშორებით. ძალის მოქმედების მექანიზმის მიხედვით არჩევენ: მოღუნვით, შემოგრეხვით, მოგლეჯით, ზეწოლით ( კომპრესიული) მოტეხილობას. შეძენილი მოტეხილობა, იმის მიხედვით დაზიანებულია თუ არა კანი, იყოფა ორ მთავარ ჯგუფად: ღია ანუ გართულებული და დახურული. ღიას დროს კანი, ლორწოვანი და ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილები ძლიერ დაზიანებულია, რაც ართულებს ძვლების შეზრდას და მოტეხილობის მდგომარეობას: ამიტომ მას , აგრეთვე უწოდებენ გართულებულ მოტეხილობას. რადგან მოტეხილობის არეში შეიძლება შეიჭრას მიკრობები, რაც როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი გართულების საშიშროებას ქმნის. დახურულის დროს ძვლის მთლიანობა დარღვეულია, კანის და ირგვლივ მდებარე ქსოვილების მთლიანობა დარღვეული არ არის. თუ ძვალი ერთგან არის მოტეხილი მას მარტივს ვუწოდებთ-თუნდაც ის ღია იყოს. ერთი ან რამდენიმე ძვლის ბევრ ადგილას გადატეხვას მრავლობით მოტეხილობას ვუწოდებთ, იმის მიხედვით ძვალი გადატეხილია მთლიანად თუ ნაწილობრივ. მოტეხილობის დიაგნოზის დასმაში მთავარია ანამნეზი, ადგილობრივი და ზოგადი მონაცემები.ანამნეზის მონაცემები ზოგჯერ პირდაპირ მიუთითებს მოტეხილობაზე. მოტეხილობის ადგილობრივი ნიშნებია: ტკივილი, დეფორმაცია, ფუნქციის მოშლა, დაზიანებულ ადგილზე სახსრისმაგვარი მოძრაობა, კიდურის დამოკლება, კრეპიტაცია, შეშუპება და სხვა. მოტეხილობის მკურნალობის მიზანია 1.დაზიანებული ძვლის ანატომიური მტლიანობის და ფიზიოლოგიური ფუნქციის აღდგენა. ნებისმიერი მეთოდის ძირითადი მოთხოვნაა: 1. რეპოზიცია-მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების გასწორება: მისი სრულყოფილი ჩატარებისათვის საჭიროა რენტგენოგრამა. რეპოზიციის დროს ნატეხებს შორის ჰემატომაში შეგვყავს ლიდოკაინი-2% ან ნეიროლეპტოანალგეტიკი(რომპუნი, სეტონი ან რომეტარი), ვიყენებთ სპინალურ გაუმტკივარევას ბუპივოკაინი ან ლიდოკაინი 10% წონის შესაბამისად. ცხოველი აბსოლუტურად ვერ გრძნობს უკანა კიდურებს რადგანაც ნეირო იმპულსები არ გადაიცემა ზურგის ტვინიდან პერიფერიულ ნერვილ დაბოლოებებზე, მაგრამ ცხოველს პერიოდულად შეიძლია თვალები გაახილოს მაგრამ ტკივილი-0 არ გააჩნია არანაირად. ეს მეთოდი აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და მედიცინაშიც გამოიყენება ხშირ შემთხვევაში. 2. იმობილიზაცია გასწორებული ფრაგმენტების ფიქსაცია. საფიქსაციოდ შეიძლება გამოვიყენოთ თაბაშირის ბინტი ან ოსტეოსინთეზი. ოსტეოსინთეზი ძვლის მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობაა. იგი ძვლის ფრაგმენტების ყველაზე უკეთ რეპოზიციის და მისი საიმედო ფუნქციის საშუალებას იძლევა. ოსტეოსინთეზის სახეებია 1. ძვლის გრაგმენტების გაკერვა მავთულებით: 2. ფრაგმენტის ექსტრამედიალური ოსტეოსინთეზი: 3. ძვალშიდა ფიქსაცია, ანუ ინტრამედიალური ოსტეოსინთეზი. ინტრამედიალურ ოსტეოსინთეზისათვის ვიყენებთ სპეციალურ უჟანგავ ფოლადის ან პლასტმასის ღეროებს ბარძაყის, წვივის, მხრის და წინამხრის ძვლების მოტეხილობებისთვის. ლულოვანი ძვლების მოტეხილობისას ფრაგმენტის დაყენების შემდეგ პროქსიმალური ეპიფიზის არეში ვაკეთებთ ჭრილს და ძვალზე ხვრელს. შემდეგ სათანადო სიგრძის და დიამეტრის წინასწარ გასტერილებული ღერო შეგვყავს ძვლის ღრუში ჩაქუჩის ნელი დარტყმით, სანამ არ მივაღწევთ დიაფიზის ღრუბლისებრ ნივთიერებას. პლასტმასის ღერო ძვლის ღრუში იფარება მთლიანად, ხოლო ლითონის 0,7 ან 1 ცმ თავი რჩება ზემოთ, რათა ძვლების შეხორცების (30-45დღის) შემდეგ ამოვიღოთ და კვლავ შესაძლებელი გახდეს მისი გამოყენება.
წყარო: vet-express.ge
|