ხუთშაბათი, 21.11.2024, 20:34მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » ოვერნული ბრაკი
17:53
ოვერნული ბრაკი


ოვერნული ბრაკი

                                                         

ოვერნული ბრაკი ანუ ოვერნული პოინტერის სამშობლო სამხრეთდასავლეთ საფრანგეთია, კერძოდ, ოვერნოს ოლქი, რომელიც გასკონიას ესაზღვრება. ამიტომ ერთერთი გავრცელებული ვერსიით, ეს ჯიში გასკონიური მდევრის ბაზაზეა გამოყვანილი. თუმცა დღეისათვის უფრო მისაღებად მეორე ვერსია ითვლება. ამბობენ, რომ ოვერნული პოინტერის წინაპარი ძაღლები საფრანგეთში 1798 წელს მალტის ორდენის დაშლის შემდეგ სამშბლოში დაბრუნებულმა რაინდებმა შეიყვანეს. დროთა განმავლობაში ისინი ადგილობრივ მდევრებთან შეაჯვარეს და ახალი ჯიში მიიღეს.

 

ოვერნული ბრაკიმოკლებეწვიანი, ძლიერი აგებულების მეძებარია რომელსაც საფრანგეთის მაღალმთიან რეგიონებში, ძირითადად, წვრილ ნადირფრინველზე სანადიროდ იყენებენ. მსხვილი ზომის მიუხედავად, ბრაკი მსუბუქი და ელეგანტური ძაღლის შთაბეჭდილებას ტოვებს. რბილი ხასიათის წყალობით, ყოველგვარი ძალდატანებისა და სიმკაცრის გარეშე, პატარა ასაკიდან წვრთნიან და გეშავენ. ამ ჯიშია ძაღლებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ, კარგად მუშაობენ კვალზე (უხმოდ), არ ერიდებიან წყალს; ენერგიას გამოზომილად ხარჯავენ და დაუღლელად დიდხანს ნადირობენ. ამასთან ერთად, ოვერნული პოინტერი მოსიყვარულე, ალერსიანი, პატრონზე მიჯაჭვული კომპანიონია. ოვერნული ბრაკი ბინის პირობებშიც ადვილი შესანახია

 

ექსტერიერის ძირითადი შტრიხებია:

 

თავიდრუნჩი აქვს ზომიერად გრძელი, თავის ქალა განიერი, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული, ცხვირის კეხი სწორი, ლაშები მძიმე.

თვალებისაშუალო ზომის, მუქი ყავისფერი, ქუთუთოები შავი.

ყურებისაკმაოდ გრძელი, ნაკეცებიანი; ქვემოთ დაყენებული, ჩამოკიდებული, ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.

კისერისაკმაოდ გრძელი და ძლიერი, შეუმჩნეველი ღაბაბით.

ტანიკორპუსი ძლიერი კონსტრუქციის, კვადრატული ფორმატის, მკერდი ღრმა, ნეკნები გამობურცული. ზურგი მოკლე და სწოორი. წელი მოკლე, ოდნავ ამობურცული, კარგად განვითარებული მუსკულატურით. გავა ფართო, ძლიერი, ფაქტობრივად, დაქანების გარეშე.

კიდურებიმსხვილძვლოვანი, დაკუნთული. თათები კომპაკთური, შეკრული თითებით, უხეში ბალიშებით.

კუდისაშუალო სისქის, ერთი მესამედი კუპურებული.

ბეწვიმოკლე, ნაკლებად რბილი, მაგრამ არაუხეში.

ფერითეთრი შავად დაწინწკლული; თეთრი შავი წინწკლებითა და დიდი შავი ლაქბით; ნაცრისფერი ჭაღარით; ნაცრისფერჭაღარა დიდი შავი ლაქბით. თავი ყოველთვის შავი, უმნიშვნელო თეთრი ლაქით.

ზომახვადების სიმაღლე 57–63 სმ, ძუების – 55–60 სმ. წონა 22–25 კგ.

 

ვრცლად იხილეთ ჟურნალნადირობაში".

მარტი. №3 (73).

 

წყარო: monadire.com

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 1466 | დაამატა: gio | ტეგები: ოვერნული ბრაკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი