
პალიასტომი
პალიასტომი
, ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქ. ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. სარკის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდინარე ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში
(25,1°C), ცივია
იანვარში
(5,2 °C) , ძლიერი
ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
1924 წელს
ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში,
კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
კოლხეთის
ეროვნული პარკის მდინარეებში გავრცელებული თევზის ჟიშები
ჭურია:
თეთრულა, კამბალა, კობრი, ნემსთეზა, ორაგული, ტაფელა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაყი, ქორწილა, ღორჯო, გუწუ, ლოქო.
ხობისწყალი:
გველთევზა,
ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კაპარჭინა, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ნემსთევზა, სამეკალა, სალამურა, სვია, ტაფელა, ტობი, ფარგა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა, ღორჯო, წვერა.
კოლხეთის
ეროვნულ პარკში დაშვებულია 8 ცხენის ძალაზე არაუმეტესი სიმძლავრის მქონე ძრავიანი ნავების გადაადგილება. ბადით თევზაობა დაშვებულია პერიოდში 15 ივლისიდან 31 დეკემბრამდე, გარდა დატბორილი მონაკვეთებისა. ანკესით თევზეჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია:
(877) 97 59 59, (995 293) 6 72 97 ან (877) 10 18 96 - ქ.ფოთი, გურიის ქ. 222.
|