პუმი
პუმი
ეს ჯიში გამოიყვანეს
1700 წელს
პულის შეჯვარების შედეგად ფრანგულ და გერმანულ სამწყემსო ძაღლებთან. სავარაუდოდ, მის ძარღვებში ჩქეფს ძველი ტერიერის სისხლი და სავარაუდოდ, ბოლო 300 წლის მანძილზე მას უმატებდნენ პომერანული და სამწყემსო შპიცების სისხლსაც. ამჟამად, პუმის ჯიშმა მჭიდროდ დაამტკიცა თავისი პოზიციები არაჩვეულებრივი უნივერსალურობის
გამო.
პუმი
საშუალო ზომის ძაღლია. სიმაღლე მინდაოში: 33–44
სმ. წონა: 8–13 კგ. ამ ჯიშის თავი ჩანს დიდად ვიწრო. დრუნჩთან შედარებით. ცხვირი შავი და წვეტიანია, თვალები–ყავისფერი, ყურები–ნახევრად მდგომი, V–ფორმის, კუდი–კუპირებული სიგრძის ორი მესამედით. კორპუსი კვადრატული ფორმისაა და დაფარულია შედარებით გრძელი, ხუჭუჭა ბეწვით, რომელიც არასოდეს იხვევა შნურებში. შეფერილობა: ფოლადისფერ–ნაცრისფერი, მოვერცხლისფრო–ნაცრისფერი, ხასხასა ნაცრისფერი, შავ–მქრქალი, თეთრი, წითურ–ოქროსფერ–ყავისფერი, მაგრამ უნდა იყოს არა ლაქებიანი, არამედ–ერთიანი.
ხასიათი:
პუმი ადვილად ექვემდებარება წვრთნას, უპირატესობას ანიჭებს პატრონის საზოგადოებაში ყოფნას, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ოჯახის წევრს არ წარმოადგენს. ეს ძაღლი ყოველთვის ყეფს ხმამაღლა, რაც მისი თავისებურებაა. იგი ფხიზელი გუშაგია, აგრესიულია შეტევისას ან ქონების დაცვისას. ერთ–ერთი თავისებურებაა მიდრეკილება მაწანწალობისაკენ.
პუმი
ენერგიული
და ძლიერი სამწყემსო ძაღლია. უნგრეთში ცხოვრობს და მუშაობს, ძირითადად, ფერმერებზე. მას წარმატებით იყენებენ როგორც სადარაჯო და ფრინველზე მონადირე ძაღლს. შესაძლოა, რომ ძველი ტერიერების სისხლის წყალობით მას გააჩნია გარეულ ცხოველებზე–მელიებზე და მაჩვებზე ნადირობის ინსტიქტი. პუმი იდეალური დამცველია განმარტოვებული ფერმერებისათვის,
სახლებისათვის
ან ფაბრიკებისათვის.
რადგან ყოველთვისაა მზად თავს დაესხას უცხო ადამიანს გამაყრუებელი ყეფით.
|