კვირა, 24.11.2024, 07:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » პირველადი დახმარება ინსულტის დროს
18:08
პირველადი დახმარება ინსულტის დროს


პირველადი დახმარება ინსულტის დროს

 

ინსულტი არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევა ტვინის გარკვეულ უბანში უეცრად და მკვეთრად ქვეითდება. ეს შეიძლება განპირობებული იყოს სისხლის კოლტით ან არტერიის დაზიანებით. ინსულტი უფრო ხშირია უფროსი ასაკის ადამიანებში, განსაკუთრებით მათ შორის, ვისაც აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვ. ზოგადი მდგომარეობა ინსულტის დროს დამოკიდებულია იმაზე, ტვინის რომელი და რა ზომის უბანი ზიანდება. ზოგ შემთხვევაში ინსულტის შედეგად შეიძლება განვითარდეს სიკვდილი. მაგრამ თუ დაზიანებულია ტვინის მცირე ზომის უბანი, შესაძლებელია დაზარალებულის გამოჯანმრთელება.


ინსულტის ნიშნები:

. უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი;

. ცნობიერების დაბინდვა, რომელიც ჰგავს ნასვამ მდგომარეობას;

. ცნობიერების უეცარი ან თანდათანობითი დაკარგვა;

. მოძრაობის სისუსტე ან დამბლა (მოძრაობის შეუძლებლობა), რომელიც გამოხატულია სხეულის ცალ მხარეს ერთ ან ორ კიდურში;

. ცალ მხარეს პირის კუთხის დაშვება;

. მეტყველების გაძნელება;

. არათანაბარი ზომის გუგები;

. შარდის და განავლის უნებლიე გამოყოფა.

ინსულტის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია სასუნთქი გზების ღიად შენარჩუნება, ტვინის დაზიანების შემცირება, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დაუყოვნებლივ გამოძახება.

 

პირველი დახმარება ინსულტის დროს:

. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია:

-გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში;

-ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, ცირკულაციის ნიშნები. და ცნობიერების დონე;

-გაათავისუფლეთ დაზარალებული მჭიდრო ტანსაცმელისაგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სუნთქვას;

-დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

 

. თუ დაზარალებული გონზეა:

-დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე, წამოუწიეთ თავი და მხრები. გადაუწიეთ თავი ცალ მხარეზე და სუფთა საფენით მოწმინდეთ პირიდან გამონადენი;

-გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. არ მისცეთ დაზარალებულს სასმელი და საჭმელი.

 

გახსოვდეთ!

ინსულტის განვითარების მაღალი რისკი აღენიშნებათ უფროსი ასაკის ავადმყოფებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და შაქრიანი დიაბეტით.

ინსულტისათვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ გამოუძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, ცირკულაციის ნიშნები, და ცნობიერების დონე და არ მისცეთ დაზარალებულს სასმელი და საჭმელი.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1728 | დაამატა: gio | ტეგები: პირველადი დახმარება ინსულტის დროს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი