პირველადი დახმარება წყალში დახრჩობის დროს
წყალში
დახრჩობა
ყალში
დახრჩობის
დროს სიკვდილის მიზეზი ყოველთვის არ არის წყლით სასუნთქი გზების დახშობა. წყალში დახრჩობის დროს სიკვდილი შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერებით ან წყალში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით განვითარებული ჰიპოთერმიით. ზოგჯერ სასუნთქ გზებში წყალი მინიმალური რაოდენობითაა და სითხე, რომელიც გამოდის პირიდან, არის კუჭში მოხვედრილი წყალი. პირველი დახმარების გაწევის დროს ამ წყლის ამოღების მცდელობამ შეიძლება გააუარესოს დაზარალებულის მდგომარეობა.
პირველი
დახმარება
წყალში დახრჩობის დროს:
1.თუ თქვენ
ხედავთ, რომ ვინმე იხრჩობა წყალში, გახსოვდეთ, თქვენი მიზანია დაეხმაროთ ადამიანს ნაპირზე გამოსვლაში ისე, რომ თქვენი საკუთარი სიცოცხლე არ ჩააყენოთ საფრთხეში. ეცადეთ დარჩეთ ნაპირზე და გადაუგდოთ დაზარალებულს ბაწარი ან გაუწოდოთ ხელი, ჯოხი. არ შეხვიდეთ წყალში, თუ არ არის ამის უკიდურესი აუცილებლობა. დაზარალებულის წყლიდან გამოყვანის დროს ეცადეთ, რომ მისი თავი გულმკერდზე ქვემოთ იყოს, ეს ხელს შეუწყობს წყლის გადმოსვლას სასუნთქი გზებიდან;
2.დაზარალებულის ნაპირზე გამოყვანის შემდეგ, დააწვინეთ ის ზურგზე,
შეამოწმეთ
ცნობიერების
დონე. თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაუწიეთ თავი უკან და ასწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ. გახსოვდეთ, რომ წყალში დახრჩობისას დაზარალებულმა შეიძლება მიიღოს თავის და კისრის ტრავმა;
3.სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ შეამოწმეთ სუნთქვა "3 ვ-ს”
პრინციპით
10 წმ-ის განმავლობაში. თუ სუნთქვა არ არის, გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა. თუ ორი საკონტროლო ჩაბერვის დროს თქვენ ხედავთ, რომ გულმკერდის კედელი არ მოძრაობს. ე.ი. სასუნთქ გზები დახშულია წყლით და თქვენ უნდა მოახდინოთ მისი გამოდევნა. ამისათვის აწარმოეთ 15 ზეწოლა გულმკერდის ძვლის ქვედა მესამედზე .ამ მეთოდით თქვენ გამოიწვევთ წყლის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან და გაათავისუფლებთ მათ. შესაძლებელია ამის შემდეგ დაზარალებულმა დაიწყოს სუნთქვა. თუ სუნთქვა კვლავ არ არის, ორი ეფექტური საკონტროლო ჩაბერვის (გულმკერდის კედლის მოძრაობა არის) შემდეგ შეამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები (სუნთქვა, ხველება, მოძრაობა). თუ დაზარალებულს ცირკულაციის ნიშნები არ აღენიშნება, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. თუ ციკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ გყავთ დამხმარე, დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური (ABC შემოწმებისთანავე).
თუ ხართ მარტო, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას 10 ჩაბერვის შემდეგ ან გულ-ფილტვის რეანიმაციის 1 წუთის განმავლობაში ჩატარების შემდეგ;
4.თუ დაზარალებული
გონზეა ან სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები აღსდგა, გახადეთ დაზარალებულს სველი ტანსაცმელი და დაათბუნეთ ის. თუ ის კვლავ უგონო მდგომარეობაშია,
მაგრამ სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
5.გახსოვდეთ, რომ თუ
დაზარალებულის
ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,
უნდა ურჩიოთ მას მიმართოს ექიმს. ეს აუცილებელია, რადგან სასუნთქ გზებში და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო, მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია რამოდენიმე საათში.
გახსოვდეთ!
წყალში
დახრჩობის
დროს პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, თუ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,
მაინც უნდა ურჩიოთ მას მიმართოს ექიმს, რადგან სასუნთქ გზებში და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო შესაძლებელია მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესება რამოდენიმე საათში.
წყარო:
medportal.ge
|