ოთხშაბათი, 24.04.2024, 02:34მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » პირველადი დახმარება ცხოველების და მწერების ნაკბენის დროს
16:53
პირველადი დახმარება ცხოველების და მწერების ნაკბენის დროს


პირველადი დახმარება ცხოველების და მწერების ნაკბენის დროს

 

ცხოველების ნაკბენი

კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას.

ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და დადასტურებული ცოფის არარსებობა (ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ცოფს იწვევს ვირუსი რომელსას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი. საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლი, რომელსაც არა აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა), წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

 

პირველი დახმარების მიზანი ცხოველების ნაკბენის დროს:

სისხლდენის კონტროლი;

ინფექციის რისკის შემცირება როგორც დაზარალებულისათვის, ისე თქვენთვის;

სამედიცინო სამსახურის გამოძახება.

 

პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს:

ზედაპირული ნაკბენის დროს:

უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით 5 წუთის განმავლობაში;

ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ, დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;

ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს.

 

სერიოზული ჭრილობის დროს:

საჭიროა ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება პირდაპირი ზეწოლითა და დაზიანებული ნაწილის აწევით;

ჭრილობა დაფარეთ სტერილური საფენით და შეახვიეთ;

წაიყვანეთ ან გააგზავნეთ დაზარალებული სამედიცინო სტაციონარში.

 

მწერების ნაკბენი

ფუტკრის, ბზიკის და სხვა მწერების ნაკბენი ხშირად უფრო მტკივნეული და შემაწუხებელია, ვიდრე საშიში. დასაწყისში მწვავე ტკივილს მოსდევს ზომიერი შეშუპება და მტკივნეულობა, რომელიც შეიძლება შეამსუბუქოს პირველმა დახმარებამ. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ამ ნაკბენების მიმართ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა- ანაფილაქსიური შოკი. ძალიან საშიშია ნაკბენი პირში ანდა ყელში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეშუპების შედეგად.


ფუტკარი

პირველი დახმარების მიზანი მწერების ნაკბენის დროს:

შეშუპებისა და ტკივილის შემსუბუქება;

საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულის გაგზავნა სამკურნალო დაწესებულებაში.

 

პირველი დახმარება მწერების ნაკბენის დროს:

1.პინცეტით ამოიღეთ ნექტარი;

2.დაადეთ ცივი კომპრესი, რათა შეამციროთ ტკივილი და შეშუპება;

3.თუ დაზარალებულს ტკივილი და შეშუპება უგრძელდება ერთი ან ორი დღის განმავლობაში ურჩიეთ მას მიმართოს ექიმს

ბზიკი

თუ ნაკბენი პირის ღრუშია:

1.მიეცით დაზარალებულს ყინული მოსაწუწნად, რათა შეამციროთ შეშუპება;

2.გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური და მათ მოსვლამდე დააწყნარეთ დაზარალებული.

 

ტკიპის ნაკბენი

ტკიპა არის პატარა ობობას მსგავსი არსება, რომელიც ბინადრობს ბალახზე ან ტყეში და შეიძლებავერც კი შეამჩნიოთ სიმცირის გამო. ის მაგრდება ცხოველის ან ადამიანის კანზე და წოვს მათ სისხლს. ტკიპის ნაკბენი მტკივნეული არ არის, მაგრამ როცა ტკიპა წოვს სისხლს, ეს ადგილი შუპდება, ზომაში იზრდება და ადვილად ჩანს. ტკიპას შეუძლია გადაიტანოს დაავადება და გამოიწვიოს ინფექცია.

თუ ტკიპას ამოიღებთ, გაატანეთ ის დაზარალებულს ექიმთან.


წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 2786 | დაამატა: gio | ტეგები: პირველადი დახმარება ცხოველების და მ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 გიო  
0
პირბადის გარეშე მისვლა სარისკოა.საბოლებელი არ მიყვარს მაგრამ იმ დღეს ტუჩზე მიკბინა ისე დამისია სარკეში ჩემი თავი ვერ ვიცანი. თან პირბადე მეცვა ეტყობა ახლოს მიმეწია სახეზე და იმის მერე ყოველთვის ვხმარობ ისე არ ვხდი საშიშიაააა..

1 გიორგი  
0
მეფუტკრეობა სარისკოს..ყოველთვის პირბადით და საბოლებელით ვერ იქნები,დგეს გამამწარეს ხელები დამისიესს

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი