პოინტერი
სავარაუდოდ პოინტერის ჯიშის საფუძველი ესპანური მოკლებეწვიანი ნაგაზი გახდა, რომელიც XVIII საუკუნეში ინგლისში ჩამოიყვანეს. იგი იყო სწრაფი, დაუღალავი ძაღლი, მადირის ძებნისას იყენებდა მხოლოდ ზედა ალღოს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა სელექციონერებმა ჩამოყვანილი ნაგაზები შეაჯვარეს სხვა ჯიშებთან (ფოქსჰაუნდებთან, გრეიჰაუნდებთან, სეტერებთან და სხვ.) და მიიღეს თანამედროვე პოინტერის მსგავსი ძაღლები. როგორც ჩანს, XIX საუკუნის დასაწყისში დაამატეს იტალიური და ფრანგული ნაგაზების სისხლი. ასეა თუ ისე, XIX საუკუნის შუა წლებისათვის პოინტერის ჯიშის ფორმირება დასრულდა. 1891 წელს დაფუძნდა პოინტერის მოყვარულთა კლუბი. პოინტერები ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. პოინტერი–ძლიერი, აქტიური, სწრაფი, გამძლე ნაგაზია, რომელიც ორ ძირითად თვისებას ითავსებს: ძებნის მაღალ სიჩქარეს და უბრალო ალღოს. პოინტერი ყველაზე კარგად ნადირობას შეგუებულია სწორ, გაშლილ მიდამოებში. მისი ნაბული–ეფექტური, დამაჯერებელი, "მკვდარია". იმ მომენტში, როდესაც ძაღლი დგება ნაბულში, იგი თითქოს ქანდაკებად გადაიქცევა. სხეული უქვავდება, კუნთები დაძაბულია, წინ გამოწეული თავი და უხეში კუდი წარმოქმნიან ერთ ხაზს. პოინტერი შესანიშნავი მონადირეა საველე, ჭაობის და ტყის ფრთოსან ნადირზე. მშვიდი და კეთილშობილი ხასიათი ხდიან მას სასიამოვნო კომპანიონად . ეს ჯიში საჭიროებს რბილ და მომთმენ წვრთნას. პოინტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. ხასიათი: პოინტერის თავი რელიეფური ზომებითაა, მშრალი. თავის ქალა ზომიერი სიგრძისაა, ბრტყელი და საკმაოდ ფართოა ყურებს შორის. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრია. კეფის ბექი გამოხატულია, დრუნჩი ზომიერად გრძელია, პროფილში–მართკუთხა, ტუჩები თხელია, თვალები–მომრგვალო ფორმის, თაფლისფერი ან ღია–თაფლისფერი ფერის, ბეწვის საფარველის ლაქების შეფერილობის შესაბამისად. ყურები დასმულია მაღლა, საკმაოდ მოკლეა, თხელი, დაკიდებული, მჭიდროდ მიკრობილი თავთან, მომრგვალებული დაბოლოებით. კორპუსი კვადრატული ფორმისაა, კისერი–გრძელი, კუთხოვანია, ოდნავ ამობურცული, მკერდი ფართოა, ღრმა და აღწევს იდაყვებს. თეძოები მკვრივია, ზურგი–სწორი, წელი–ძლიერი, მოკლე, კუნთოვანი, ოდნავ ამობურცული, გავა გრძელია, ოდნავ დამრეცი, კიდურებიკუნთოვანია, ძლიერი ჩონჩხით. თათები ოვალურია, ძალიან მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი–მოქნილი, მოძრავი, საშუალო სიგრძის, სქელი საფუძველთან და შევიწროებული ბოლოსკენ. ძაღლი მას ზურგის დონეზე ატარებს და არასოდეს ღუნავს ზედა ნაწილისაკენ. პოინტერის ბეწვი თხელია, მოკლე, მკვრივი, გლუვი, სწორი და ძალიან ბზინვარეა. შეფერილობა: ერთიანი, ყავისფერი, შავი, წითელი, ზოგჯერ თეთრი ლაქებით მკერდსა და თათებზე. ამლეკი: შავი–ამლეკი, ყავისფერი–ამლეკი, წითელი–ამლეკი, წინწკლებით. დაშვებულია სამფეროვანი (სხვადასხვა ფერის შეხამება) შეფერილობა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი: 63–69 სმ. ძუ: 61–66 სმ. წონა: 20–30 კგ. პოინტერს მშვენივრად შეუძლია ცხოვრება ქალაქში, თუმცა ესაჭიროება სივრცე და აქტიური ფიზიკური გაკვეთილები. ეს ჯიში მგრძნობიარეა სიცივისადმი და გაძლიერებული სინესტისადმი. აუცილებელია ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა ჯაგრისით.
|