ფარავნის ტბა
ფარავნის
ტბა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში,
სოფელ ფარავანში. ფარავნის ტბა ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ფართობი 37,5 კმ²-ია, ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². მისი მაქსიმალური და საშუალო სიღრმეა 3,3 და 2,2 მ, შესაბამისად. წყლის მოცულობა ტბაში 91 მილიონი კუბური მეტრია. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47 -73 სმ შორის.
მცირე
მდინარეებიდან
(შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკის წყალი) ტბა თოვლის ნადნობით, წვიმით და მიწისქვეშა წყაროებით მარაგდება. ფართობი-37,5 კმ², მოცულობა-91 კმ³, მაქსიმალური სიღრმე-3,3 მ, საშუალო სიღრმე-2,2 მ, აუზის ფართობი-234 კმ². ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა ნაპირზე. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის.
|