ფართონისკარტა იხვი
ფართონისკარტა
იხვი მოიპოვება ევროპაში, აზიაში, დას., ჩრდ. და აღმ. აფრიკაში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში.
საქართველოს
ფარგლებში
ფართონისკარტა
იხვი გვხდება მრავალ ადგილას როგორც მოზამთრე ფორმა, მეტი რაოდენობით კი მიმოფრენის პერიოდში.
ფარტონისკარტა
იხვი ბინადრობს ტბების სანაპიროებზე, ტყეებსა და ველებზე, ზოგჯერ ზეგანზე. არ ერიდება მლაშე ტბების სანაპიროებზე ცხოვრებასაც. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ზოგჯერ ბუჩნქარის ძირას, მეტწილად კი ღია ადგილას, ან ბალახოვანი მცენარეებით დაფარულ ადგილებში. დებს 7 – 11 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 23 დღემდე. საკვებს შეადგენენ როგორც წყლის, ისე ხმელეთის მწერები და მათი მატლები, კიბოსნაირნი, ჭიები, წყლის ტკიპები, ობობები, ლოკოკინები.
ფართონისკარტა
იხვი წარმოადგენს სარეწაო ობიექტს. თუმცა საქართველოს ფარგლებში ამ ფრინველზე ნადირობენ მხოლოდ სპორტული მიზნით.
წყარო:
monadire.com
|