სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ფოცხვერი
|

ჩვეულებრივი ფოცხვერი 
კავკასიური ფოცხვერი
ფოცხვერი
ფოცხვერი, ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს. კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი და ჩვეულებრივი ფოცხვერი. საქართველოში საწერაო მნიშვნელობა არა აქვს მცირე რიცხოვნობის გამო. ფოცხვერის მოსაპოვებლად საჭიროა ფინდიხით დატენილი ვაზნა. ნადირობა აკრძალულია. საქართველოში საწერაო მნიშვნელობა არა აქვს მცირე რიცხოვნობის გამო. ნადირობა აკრძალულია.
|
კატეგორია: ცხოველები |
ნანახია: 3538 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|