ფრანგული მასტიფი
ფრანგული
მასტიფი (ბორდოსული დოგი french
mastiff, dogue de bordeaux)არსებობს ამ ჯიშის წარმოშობასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი
ჰიპოთეზა.
სავარაუდოა,
რომ ფრანგული მასტიფის საგვარეულო ბერძნული და რომაურლი მოლოსის დოგებისგან მოდის, ანაც ალანების მიერ ევროპაში ჩამოყვანილი მასტაფებისგან, ანაც ძაღლების განსაკუთრებული ჯიშისაგან, რომელიც გავრცელებულია აკვიტანიაში, ანაც ბურგოსში მობინადრე ესპანური ძაღლებისაგან.
სიმაღლე
მინდაოში:
60-80 სმ.
ძუს შემთხვევაში
10%-ით ნაკლები. წონა: საშუალო 50 კგ. ამ ჯიშის თავი ძალიან დიდია ძლიერი დრუნჩით. გულმკერდი ფართოა, ყურები-დაკიდებული, ოდნავ მომრგვალებული დაბოლოებებში, თვალები-ოვალური, ბეწვი თხელი, მოკლე და რბილია. შეფერილობა: ყვითელ-ყავისფერის ნებისმიერი ელფერი.
ხასიათი:
გულმოდგინე
ტომობრივმა
სამუშაომ შეარბილა ფრანგული მასტიფების ბუნებრივი აგრესიულობა. ამჟამად, ეს თავშეკავებული, ერთგული და თავდადებული ძაღლია. ადრე, ამ ძაღლებს იყენებდნენ გარეულ ტახებსა და დათვებზე სანადიროდ. ამის გარდა, ისინი იყვნენ მებრძოლი ძაღლები და მონაწილეობას იღებდნენ კამეჩებთან ბრძოლაში. მოგვიანებით, დაიწყეს მასტიფთა სწავლება პოლიციაში სამუშაოდ, რადგან ისინი გამოირჩევიან დიდი ღონიერებითა და შეუპოვრობით. მათ ამოცანას წარმოადგენდა დამნაშავეთა დევნა, თუმცა ამ როლში ფრანგულმა მასტიფებმა გამოიჩინეს დიდი აგრესია.
|