რჩევები ახალბედა
მონადირეს
არასოდეს არ შეეცადო დაჭრილ ნადირს ჩაარტყა
კონდახი. ამ დროს შეიძლება გაიხლიჩოს კონდახი ან უარესი შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური გასროლა თუ მეორე ლულაში
არის დარჩენილი ტყვია.
1. თუ მოკლული ფრინველი ჩამოვარდა ბუჩქებში
ან გაუვალ ადგილზე, არ მოაცილო თვალი
თორემ დიდი ალბათობაა რომ საერთოდ ვეღარ იპოვით.
2. დაცემის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ
იარაღის ლულა, ამ დროს ლულაში შესაძლოა მოხვდეს რაიმე სიბინძურე, რომელმაც
შესაძლოა ხელი შეუშალოს ტყვიის თავისუფალ გამოსვლას და გამოიწვიოს ლულის გახეთქვა.
3. სიარულით ნადირობისას ყოველთვის თან
იქონიეთ ზურგჩანთა ნანადირების ჩასალაგებლად რომ ნანადირების ტარება არ გახდეს მოსაბეზრებელი
და ხელი არ შეგიშალო სროლაში.
4. თუ ხედავ რომ ფრინველი დაჭრილია და ვარდება ბუჩქებში, შეეცადე მეორე
სროლით ჰაერშივე მოკლა. დაჭრილი ფრინველი გაუვალ ადგილებში ადვილად იმალება
განსაკუთრებით თუ ძაღლი არ გყავთ მისი ნახვის
ძალიან მცირე შანსი რჩება.
5. დაჭრილ ცხოველს მიუახლოვდი აუცილებლად
უკნიდან და დააკვირდი, თუ ყურები მიკრული(დაჭიმული) აქვს მაშინ ცხოველი ცოცხალია,
არ შეგაცდინოთ მისმა უმოძრაობამ.
6. როდასაც დაჭრილ ცხოველს უახლოვდები
აუცილებლად გადატენე იარაი. გასროლის შემდეგ ცარიელი იარაღით მიახლოება სახიფათოა.
7. როდესაც უახლოვდები ადამიანს, შენობას
ან მანქანას აუცილებლად გადახსენი იარაღი.
8. არ მიაწიდო იარაღი ლულით
ადამიანისკენ, არ აიღო იარაღი ლულით
შენსკენ.
9. თუ აირაღს თუნდაც ერთი წუთით მოაშორეთ თვალი, როდესაც
აიღებთ აუცილებლად შეამოწმეთ არის თუ არა ტყვია მასში.
10. როდესაც ჯგუფურად ერთად მიდიხართ
ნადირობის ადგილისაკენ არასოდეს დატენო იარაღი ადგილზე მისვლამდე.
11. თუ სასხლეტს გამოკარით და იარაღი არ
გავარდა ნუ იჩქარებთ იარაღის გადახსნას,
დაელოდეთ 10 ან 20 წამი. ამ დროს
შესაძლოა მოხდეს დაგვიანებული გასროლა.
გადახსნისას კი შეეცადეთ იარაღი გვერძე მიაბრუნოთ და ისე გადახსნათ.
12. გასროლის დროს მეთელი კონცენტრაცია
მოახდინეთ სამიზნეზე. თუფის ლულაზე მოთავსებული სახაზავი კი მეორე ხარისხოვნად
უნდა ხვდებოდეს მხედველობის არეში.
13. ფრინველს ან ნადირს არ ესროლოთ თუ ის
მოძრაობს თქვენი მეგობრის მიმართულებით.
14. ნომერზე დადგომის შემდეგ აუცილებლად
უნდა გაანთავისუფლოთ ადგილი თქვენს გარეშემო, მოაშორეთ ფოთლები და ხმელი ტოტები.
საჭირო დროს შესაძლოა ფეხის დაბიჯებით გამოწვეულმა ხმაურმა მსხვერპლი დააფრთხოს.
15. ესროლეთ მხოლოდ მაშინ როდესაც
დარწმუნებული ხართ რომ ხედავთ მსხვერპლს.
არ შეიძლება ბუჩქებზე შრიალის გამოსროლა,
შესაძლოა ეს სხვა მონადირე იყოს.
16. თუ გილზი ცუდად ჩადის თოფში ჯობია
შეცვალოთ. განსაკუთრებით ცხოველზე
ნადირობისას.
17. ხედავთ რომ მსხვერპლი მოძრაობს თქვენი
მიმართულებით. არ გაინძრეთ, ზედმეტი მოძრაობით უფრო დააფრთხობთ.
18. არასოდეს მიუშვირო იარაღი ადამიანს.
19. სანამ ტყის ან ჭაობის სიღრმეში შეხვალ იფიქრე როგორ გამოაქნებ გზას
უკან, აიღე საორიენტაციო წერტილები ან
დატოვე ნიშნები გზადაგზა.
20. თუ დაიკარგეთ პანიკას ნუ
მიეცემით, ეცადეთ გაიკვლიოთ გზა მზის ან
ვარსკვლავების მიხედვით.
21. ნებისმიერი კოლექტიური ნადირობისას
ყოველთვის იცოდეთ სად განლაგდენ მეგობრები და შეეცადეთ მათაც იცოდნენ თქვენი
ადგილი.
22. შეეცადეთ ყოველთვის თან იქონიოთ პატარა
ზეთიანი ნაჭერი რომ საღამოთი გაუსვათ იარაღს.
წყარო: hunters.ge
|