კვირა, 24.11.2024, 14:22მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » რიწის დაცული ტერიტორია
16:12
რიწის დაცული ტერიტორია

რიწის დაცული ტერიტორია

1957 წელს შექმნილი რიწის ნაკრძალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამჟამად საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქ გაგრიდან 60 კილომეტრის დაშორებით. ნაკრძალი მოთავსებულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 928 მეტრის სიმაღლეზე მდებარე რიწის ტბის გარშემო. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ნაკრძალს, რომლის საერთო ფართობი 13893 ჰექტარს შეადგენს, ალპური საძოვრები ესაზღვრება.
რიწის ნაკრძალის ტერიტორია საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. მისი კლიმატური პირობები, ნიადაგი, მცენარეული საფარი და საერთო ლანდშაფტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ზღვისპირა მხარის ლანდშაფტებისგან. ნაკრძალის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2908 მეტრზე მდებარეობს. ზღაპრულია რიწის ტბის ბუნება. წყლის სარკის ზედაპირი 1,5 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. ტბა ძალიან ღრმაა. მისი მაქსიმალური სიღრმე 101 მეტრია. ტყეებით და მთებით გარშემორტყმულ ტბაში შენაკადი მთის მდინარეებით ყინულივით ცივი წყალი ჩაედინება. თუმცა ცხელი ზაფხულის პერიოდში ტბის ზედაპირზე წყალი 18-20 გრადუსამდე მაინც თბება.
ნაკრძალის ტერიტორიაზე ავადხარის მიდამოებში მრავლადაა მინერალური წყაროები, რომელთა ბაზაზე ფუნქციონირებს ბალნეო-კლიმატური კურორტი ავადხარა, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა აშენებული.
აფხაზეთი ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოს ამ კუთხეში 2000 მეტი მცენარეა დაფიქსირებული, რომელთა 70% რიწის ნაკრძალში მოიპოვება. ნაკრძალის ტერიტორიის 91%-ზე მეტი ტყის ნაირგვარი ბიოლოგიური ეკოსისტემებით არის წარმოდგენილი. Kკავკასიური სოჭის (Aბიეს ნორდმანნიანა) ტყეებს ნაკრძალის საერთო ფართობის 70% უკავია. წიფლის კორომებზე 22% მოდის. დანარჩენი ტყეები კი მუხნარების, ფიჭვნარების, ნაძვნარების, რცხილნარების, ნეკერჩხლიანების, მუხნარების, არყნარების და ცაცხვნარებისგან შედგება. ნაკრძალში დაახლოებით 590 ჰექტარის ფართობის საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობის - კოლხური ბზის შემცველი შერეული კორომებიც გვხვდება.
რიწის ნაკრძალის ფაუნა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. აქაური მდინარეები და თავად რიწის ტბაც მდიდარია კალმახით, რომელიც ასევე საქართველოს "წითელი ნუსხაშია” შეტანილი. პატარა რიწის ტბაში კი თევზი საერთოდ არ მოიპოვება.
ამფიბიებიდან ნაკრძალის მკვიდრები არიან: ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, ტბის და მცირეაზიული ბაყაყები.
რეპტილიებიდან აქ კავკასიური, ართვინული და კლდის ხვლიკები, წყლის ანკარა, სპილენძა გველი, ესკულაპის მცურავი და კავკასიური გველგესლა გვხვდება. ეს ორი უკანასკნელი სახეობა საქართველოს "წითელ ნუსხაშია” შეტანილი. ნაკრძალში მობუდარ ფრინველთა 69 სახეობიდან, 37 ბეღურასნაირთა ოჯახს განეკუთვნება. მდინარეების ნაპირებთან ბოლოქანქარების და წყლის შაშვების ნახვაა შესაძლებელი. რიწის ტბის მიდამოებში 8 სახეობის მტაცებელი ფრინველი ბუდობს, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად მიმინოს, ქორს, ჩვეულებრივ კაკაჩას და კირკიტას შეხვდებით. ტყეებში ღამის მტაცებლები ზარნაშოები, ტყის ბუები და ოლოლები ბუდობენ. ნაკრძალში რამდენიმე სახის კოდალას ნახვაცაა შესაძლებელი. ამასთანავე რიწის ნაკრძალი ისეთი იშვიათი და საინტერესო ფრინველების საბუდარია, როგორიცაა: მთის არწივი, შავარდენი
და კავკასიური როჭო.
მდიდარია ნაკრძალი ძუძუმწოვრებითაც. ზღარბი, თხუნელა და ციყვი აქ ბევრია. ტყეებში ტყის კვერნა და მაჩვი ბინადრობენ. აქაური ყველაზე პატარა მტაცებელი სინდიოფალაა, ყველაზე დიდი–დათვი, რომელიც საქართველოს ”წითელ ნუსხაშია” შესული.
ჩრდილეოთიდან ზაფხულობით რიწის ნაკრძალში შემოდის კეთილშობილი ირემიც, რომელის პოპულაციას გადაშენება ემუქრება. ნაკრძალში ბევრია შველი. აქ ბინადრობენ მელა და მგელიც. არსებობს ფოცხვერის არცთუ ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ სტაბილური პოპულაცია.
მაღალი მთების მკვიდრები ასევე საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობებია: დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი და არჩვი ნაკრძალს მხოლოდ ზამთრობით სტუმრობენ, როცა შიმშილი აიძულებთ დათოვლილი მწვერვალებიდან ტყის საზღვრისკენ დაიწიონ.
რიწის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომი. ნაკრძალის სიახლოვესაა ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების – ანაკოფიის, აბა-ანთის, ლიხნშის და ბაგრატის ციხის ნანგრევები, ბედიის სასახლისა და აფხაზეთის დიდი კედლის ნაშთები. ნაკრძალის სიახლოვეს მდებარე სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: მერვე საუკუნის ბედიის სამონასტრო კომპლექსი, მეათე საუკუნის ბიჭვინთის ტაძარი, მერვე საუკუნის დრანდის გუმბათოვანი ეკლესია, მეშვიდე საუკუნის განთიადის ბაზილიკა, მეშვიდე საუკუნის ამბარას ბაზილიკა და მოქვის მეათე საუკუნის ეკლესია.
სამწუხაროდ ამ საინტერესო და მრავალფეროვანი ნაკრძალის მონახულება, მით უმეტეს კი იქ ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა და მოწყობა საქართველოს მხრიდან ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. რიწის ტბის შემოგარენი იდეალურ ადგილს წარმოადგენს საწყალოსნო, კულტურული, ფოტო-ვიდეო, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოსაწყობად.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 3297 | დაამატა: gio | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი