
რიწის ტბა
რიწის
ტბა, დიდი რიწა, ტბა, აფხაზეთში, საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად.
რიწის
დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება იუფშარა. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი - თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234
სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში -
3,8°C, აგვისტოში
- 17.8°C. საშუალო
წლიური ნალექი დაახ. 2000-2200
მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.
რიწის
წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში - მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით.
თევზებიდან
იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში.
მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს
2200-3500 მ
შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.
1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა
და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად.
|