ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:31მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » როგორ აირჩიოს სპინინგი დამწყებმა
22:36
როგორ აირჩიოს სპინინგი დამწყებმა


როგორ აირჩიოს სპინინგი დამწყებმა

 

სპინინგზე უამრავი სტატიაა დაწერილი სხვადასხვა სათევზაო გამოცემებში. რომელ ფირმის სპინინგზეც არ წაიკითხავ, ყველგან ერთი და იგივე წერია -ჩვენ საუკეთესო სპინინგის მოდელებს ვაწარმოებთ და თქვენ ვერ გეღირსებათ ბედნიერება თუ მათ არ შეიძენთ!-

რა თქმა უნდა რეკლამა პროგრესის მამოძრავებელია, მაგრამ ხშირად გამოდის ისე, რომ წყალზე გასვლისას შეძენილი ჯოხი იმედ გაცრუებულს გვტოვებს.

ამ სტატიაში მე შევეცდები გაგიზიაროთ ის ცოდნა, რომელიც გაგიადვილებთ პირველი სპინინგის შეძენას.

დავიწყოთ იქიდან, რომ სპინინგით თევზაობას ყველა ქვეყანაში თავისი მოთხოვნილებები აქვს და საქართველოში მათ შორის. განვმარტავ -საქართველოში რუსეთისგან, უკრაინისგან და ევროპის სხვა დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით პატარა წყალსატევებია. მაგალითად მდინარე ვოლგას მეორე ნაპირი საერთოდ არ ჩანს. სპინინგი რომლითაც ვთევზაობთ ამ უზარმაზარ მდინარეში და მეორე მხვრივ სპინინგი რომლითაც ვთევზაობთ ნაბადას ტბებზე, რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

დიდ წყალსატევებზე როგორც წესი იყენებენ 3 მეტრიან 30-40 გრამის ტესტიან ჯოხებს, რომლებიც ჩვენი პირობებისთვის ელემენტარულად მოუხერხებელი იქნება.

ვინაიდან საქართველოში წყალსატევები (სადაც მტაცებელი ბინადრობს) მცირეა, როგორც სიგანეში ასევე სიღრმეში, ეს სპინინგის სიგრძისა და ტესტის მიმართ გარკვეულ მოთხოვნილებებს აწესებს. გარდა ამისა სანაპირო ზოლი როგორც წესი საკმაოდ გაუვალია, მაღალი ხეები, ხშირი ბუჩქნარი... ცადეთ და 3 მეტრიანი ჯოხით 10 ნაბიჯი მაინც გადადგით ასეთ ადგილში ისე რომ რამეს არ გამოედოს თქვენი სპინინგი.

ამიტომაც ჩვენი პირობებისთვის ოპტიმალური სიგრძე არის 1,8-2,4 მეტრი.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯოხის წონას, ეს უფრო იოლად გაკეთდება თუ თქვენ მაღაზიაში რამოდენიმე სხვადასხვა ფირმის (ოღონდ ერთი კლასის) ჯოხს აწონ დაწონით ხელზე და აირჩევთ იმას, რომელიც უფრა მჩატე და გამართულია. უფრო ზუსტ დასკვნებს გააკეთებთ თუ იქვე დაამაგრებთ კოჭასაც (შესაბამისი კლასის, საქართველოსთვის ეს 2000-5000 სერიაა) და შემდეგ მოირგებთ ხელზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ რა მასალისგანაა დამზადებული სპინინგი. შუშაპლასტიკი და კომპოზიტი შეგვიძლია ეგრევე გადავდოთ, ვინაიდან ეს მძიმე და მოუქნელი მასალაა. თანამედროვე ჯოხების ქიმიური სტრუქტურების განხილვას რომ თავი ავარიდოთ უბრალოდ გეტყვით, ჯოხის არჩევისას დააკვირდით მის მარკირებას: -მარკირება М-6, М-7 და М-8 საუკეთესოა.

მაღაზიაში შეეცადეთ არჩეული ჯოხით მცირე მოქნევა ხისტი გაჩერებით გააკეთოდ - რაც უფრო სწრაფად შეწყვეტს სპინინგის მწვერვალი რხევას, მით უფრო შორ დისტანციაზე შეეზლება ასეთ ჯოხს სატყუარას ტყორცნა.

სპინინგის არჩევისას რა თქმა უნდა მისი ტესტიც უნდა შეირჩეს. ტესტი მიუთითებს სატყუარას წონის ქვედა და ზედა ზღვარს. ქვედა მაჩვენედელი მიუთითებს რა წონიდან ვიწყებთ სატყუარას გრძნობას გატარებისას, ზედა ზღვარი მიუთითებს მაქსიმალურ წონას, რომელიც მწვერვალს არ გატეხავს.

ტესტით სპინინგი არის: ულტრა მსუბუქი 1-5, მსუბუქი, 5-15, საშუალო 7-25 და მძიმე 20-60 კლასის. არის შუალედური მოდელებიც მაგრამ მათ ჩვენ არ განვიხილავთ.

დამწყებისთვის ოპტიმალური ტესტია 5-25.

სპინინგისტებს გვაქვს კიდევ ესეთი რამ -ჯოხის წყობა. განარჩევენ სწრაფ, საშუალო და ნელ წყობას. ნელი წყობის ჯოხი მუშაობისას მთელ სიგრძეზე თანაბრად იღუნება, საშუალო სადღაც შუა ნაწილიდან, სწრაფი კი მწვერვალში.

საქართველოს პირობებში მე გირჩევდით საშუალო ან სწრაფი წყობის ჯოხის შეძენას.

ყურადღება უნდა მიექცეს სპინინგის ტარსაც. იგი მხოლოდ კორპის (пробка) უნდა იყოს. პოლიურიტანის, პლასმასის ან სხვა მასალის ტარიანი სპინიგები არ ვარგა. ხარისხიან კორპს დამცველი პარკის მოხსნის შემდეგ სასიამოვნო მერქნის სუნი უნდა ქონდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სპინინგის ხარისხისა ეს არის მისი გამტარი რგოლები. ტექნიკურ გეტალებს აგარიდებთ და გეტყვით რომ ყველაზე კარგ გამტარ რგოლებს აწარმოებს ფირმა "Fuji". ყველაზე ხარისხიანი გამტარი რგოლებია - SIC silicon carbide და Gold Cermet.

გაყიდვაში არის აგრეთვე ტელესკოპური მოდელებიც. მათი ყიდვა გამართლებულია იმ შემთხვევაში თუ პირველ რიგში გიდგათ კომპაქტურობის და ტრანსპორტირების პრობლემა.

მაშ ასე, შეგვიძლია ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამოვიყვანოთ საქართველოს წყალსატევებზე სათევზაოდ გამოსაყენებელი სასპინინგე ჯოხის ოპტიმალური პარამეტრები: ეს არის 1,8-2,4 სიგრძის, 5-25 ტესტის და საშუალო წყობის ჯოხი.

მინდა აგრეთვე აგარიდოთ ძალიან ძვივრი მოდელების ყიდვას. ვინაიდან ისინი სათუთ და ფრთხილ მოვლას ითხოვენ, რისი საშუალებაც ხშირად თევზაობისას უბრალოდ არ გვაქვს.

აგრეთვე გირჩევთ ეჭვის თვალით შეხედოთ გამყიდველების სუპერ გარეკლამირებულ სპინინგებს და ჯოხის არჩევისას იხემძღვანელოდ საკუთარი ცოდნით ან თუნდაც ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილებით.

 

სტატია წარმოადგენს fisher.ge- (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).

წყარო: fisher.ge

კატეგორია: სპინინგი | ნანახია: 1562 | დაამატა: gio | ტეგები: როგორ აირჩიოს სპინინგი დამწყებმა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი