როგორ მივეჩვიოთ
მიზანში სროლას
ხშირია როდესაც ახალბედა დამწყები
მონადირეები სვავენ კითხვას, როგორ
ვისწავლოთ მიზანში სროლა თან ისე რომ არ ავაცილოთ.
პირველი პასუხი რაც ამ კითხვაზე შეიძლება
იყოს, ასეთი მსროლელი არ არსებობს. გამოცდილ სტენდზე მსროლელებსაც კი აქვთ მსგავსი
შემთხვევები როდესაც აცილებენ. (იშვიათად რათქმაუნდა).
სტენდზე სროლაში ვარჯიში და თუნდაც მცირე
გამოცდილების ქონა უკვე კარგი საწყისია ნადირობისას მიზანში ზუსტი სროლისათვის.
A.
დამიზნებულია ოდნავ ზემოთ
B. დამიზნებულია ოდნავ ქვემოთ
C. დამიზნებულია საკმაოდ ზემოთ. ასეთი დამიზნების პრინციპს იყენებენ სტენდზე
სროლისას გამოცდილი მსროლელები.
საერთოდ ითვლება რომ სპორტული სროლისათვის
მომზადების 2 პრინციპი არსებობს. ერთი
გულისხმობს ჯერ იოლი ვარჯიშების შესრულებას და შემდეგ რთულის ხოლო მეორე
ითვალისწინებს პირდაპირ რთული ვარჯიშებით დაწყებას და მანამდე ვარჯიშს სანამ
კარგად არ ისწავლი. ჩემი აზრით ორივე
მეთოდი გამართლებულია, მეტიც ამ მეთოდების
შერეულად გამოყენება უკეთესია.
ერთერთი მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა
ვიცოდეთ არის რომ პნევმატური იარაღით ან შაშხანით სროლის პრინციპი საერთოდ
განსხვავდება გლუვლულიანი საფანტის იარაღით სროლის პრინციპისაგან: 1. შაშხანის სასხლეტის დაშვება ხდება ნელა ხოლო საფანტის გლუვლულიანი იარაღის სწრაფად მაგრამ თანაბრად. ფრინველი არ დაგელოდებათ თქვენ ნელა როდის დაუშვებთ სასხლეტს.
2. შასხანა სროლის მომენტში არის გაჩერებული ხოლო საფანტის იარაღი მოძრაობს დამიზნებული იგივე ტრაექტორიით როგორც ფრინველი. 3. შაშხანის დამიზნება ხდება პირდაპირ სამიზნეზე ხოლო საფანტის იარაღის დამიზნება ხდება სანადირო ობიექტზე ოდნავ წინ, მისივე მოძრაობის ტრაექტორიის ხაზზე.
ამ ყველაფერს ყურადღებას თუ არ მიაქცევთ ყველაზე კარგ შემთხვევაში ააცილებთ ხოლო ცუდ შემთხვევაში შეიძლება სროლაც ვერ მოასწროთ ისე მიეფაროს სამიზნე მხედველობის არეალს.
იარაღის ყიდვის შემდეგ გავდივართ მინდორში მოსახლეობიდან შორს და ვსწავლობთ სროლას გაჩერებულ სამიზნეზე. თანამედროვე საფანტის თოფებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი ძალა და ყოველგვარ მოძრავ სამიზნეზე სროლა ზედმეტია სანამ არ ვისწავლით უძრავ სამიზნეზე კარგად სროლას.
1. კონდახი უნდა იყოს მყარად მიჭერილი
ბეჭზე რომ შეამციროთ უკუცემა.
2. თოფის ლულაზე განთავსებული სახაზავი არ
უნდა ჩანდეს მაგრამ არც ისე დაბლა უნდა დაწიოთ ლულა რომ სამიზნეც დაიმალოს. მხოლოდ ამ მდგომარეობაში აქვს აზრი რომ სამიზნე
გავასწოროდ სასროლ ობიექტზე.
3. ლოყა მჭიდროდ უნდა მიაბჯინოთ კონდახს.
მხოლოდ ასეთი მდგომარეობიდან სროლისას
შეძლებთ რომ გასროლის შემდეგ იარაღი სამიზნეს მოცილდეს მინიმალური მანძილით ამ
შემთხვევაში გექნებათ მეორე სროლის შესაძლებლობა. იარაღი გადახრილია გვერდით.
დამიზნება ხდება გაცილებით მაღლა. პლანკა ჩანს.
დამიზნება ხდება დაბლა. პლანკა დამალულია. სახლში შეგიძლიათ ივარჯიშოთ ცარიელი
იარაღით, მხრიდან მოხსნა და სამიზნეზე
დამიზნება იმისათვის რომ მიეჩვიოთ იარაღის ზუსტად დაჭერას.
სასურველ შედეგად შიძლება ჩაითვალოს
როდესაც გაჩერებულ სამიზნეს მოარტყავთ ყველა გასროლას, ამასთანავე ზემოთ ჩამოთვლილ
ყველა პირობას შეასრულებტ ზუსტად და დაფიქრების გარეშე. ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში მოძრავ
სამიზნეზე სროლაში.
მოძრავ სამიზნეზე სროლისას აუცილებელია არ
დაივიწყოთ ის უნარჩვევები რაც გამოიმუშავეთ უძრავ სამიზნეზე სროლისას.
ამის შემდეგ უნდა იცოდეთ თუ რა მანძილით წინ
ან ზემოთ დაუმიზნოთ მოძრავ სამიზნეს სხვადასხვა კუთხით და ტრაექტორიით მოძრაბისას.
ყველაზე ხშირი არის გვერდიდან სროლა
როდესაც იარაღი გაასწრებს სამიზნეს
გარკვეული მანძილით და გასროლა ხდება იარაღის მოძრაობის შეუჩერებლათ.
წარმოიდგინეთ რომ ფრინველი მოფრინავს
პირდაპირ თქვენს თავზე, თქვენ დაუმიზნეთ
ოდნავ გაასწარით სამიზნეს და ამ დროს ფრინველმა შეიცვალა ტრაექტორია. საჭიროა სამიზნის ხაზის მთლიანი შეცვლა, ასეთი შემთხვევების უმეტესობა გასროლისა
მთავრდება აცილებით.
წინსწრებით სროლისას ვუმიზნებთ პირდაპირ
ფრინველს და და მივაყოლებთ იარაღს, როოგრც
კი შევატყობთ რომ იარაღი უმიზნებს საჭირო მანძილით წინ მაშინვე ხდება
გასროლა. ამ მომენტში იარაღის მოძრაობის
გაჩერება ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.
პირდაპირ ფრინველზე დამიზნებისას მსროლელს
ეძლევა შესაძლებლობა რომ მიაყოლოს ფრინველს იარაღი და მოახდინოს რიაგირება მისი
ტრაექტორიის შეცვლაზე. ხოლო გასროლა მოახდინოს მისთვის სასურველ მომენტში.
მონადირე სვრის ფრინველს რომელიც მოდის
მისკენ თავისი თავის ზემოთ.
სროლისათვის ხელსაყრელი მომენტის შერჩევა
ხდება ლანდშაფტის გათვალისწინებით. პირველი ყურადღება ექცევა სროლის უსაფრთხოებას,
ისე რომ ცეცხლის ხაზის გასწვრივ არ იმყოფებოიდეს ადამიანები ან შინაური
ცხოველები. სროლა უკეთესია მაშინ როდესაც
ფრინველი იმყოფება გაშლილი მდელოზე ვიდრე გაუვალი კამიშების თავზე, მოკლულ ნანადირებს
ხომ აღებაც ჭირდება, გასათვალისწინებელია ისიც რომ დაჭრილი ფრინველი გაუვალ
კამიშებში ან ბუჩქნარში იოლად დაგემალებთ.
პირველი გასროლის შემდეგ ნუ იჩქარებთ და
მიაყოლებთ მეორე გასროლას უბრალოდ იმ მიმართულებით. ასეთი ნასროლი თითქმის ყოველთვის ცდება მიზანს. განსაკუთრებით თვალში საცემია როდესაც
ახალბედას ხელშია ნახევრად ავტომატური იარაღი,
მესამე და მეოთხე გასროლას მიზანში მოხვედრის იმედით ისეთ მანძილზე ისვრიან
რომ მგონი იხვიც კი იცინის ხოლმე.
მონადირე სვრის ფრონველს რომელიც მიფრინავს
მის საპირისპირო მხარეს.
ნუ გექნება იმის იმედი რომ რომელიმე
საფანტი მაინც მოხვდება. განსაკუთრებით ეს
ეხება გუნდზე სროლის დროს. ერთ დროს მეც
მეგონა რომ თუ გუნდის ცენტრში უბრალოდ დაუმიზნებლად ვესროდი რამოდენიმე იხვს მაინც
მოვარტყავდი. ასეთი გასროლების უმეტესობა
მთავრდებოდა იმით რომ იხვი დამცინავათ დაიყიყინებდა და გაფრინდებოდა.
როდესაც გუნდიდან ამოვარჩევთ რომელიმე იხვს
და დაუმიზნებთ მასთან ერთად შეიძლება ჩამოვაგდოთ მეორეც. საერთოდ გუნდიდან არჩევენ ერთ ფრინველს შუაში
ან უკეთესია გუნდის თავში და სვრიან მას.
მაგალითისათვის მიპარვით ნადირობისას
საშუალო მანძილზე ამოფრენილი იხვი საკმარისია დავფაროთ ლულებით (იარღი ისე
დავიჭიროთ რომ ლულის თავი ფარავდეს ფრინველს)
და გავისროლოთ დაუყოვნებლად. წამიერი
დაყოვნებაც კი მიგვიყვანს იარაღის მოძრაობის შეჩერებაზე და შესაბამისად დიდი
შანსია ააცილოთ.
შემხვედრი და გვერდით გაფრენილი ფრინველზე
სროლისას აუცილებელია ვისროლოთ წინსწრებით.
მანძილი თუ რამდენით წინ უნდა დავუმიზნოთ დამოკიდებულია მანძილის სიშორეზე
და ფრინველის მოძრაობის სიჩქარეზე. ბევრი
ცხრილები არსებობს ამისათვის, უახლოეს ხანებში ალბათ ერთერთს მოვიძიებ და დავდეფ
საიტზე მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პრაქტიკაა. როგორც არ უნდა ისწავლოთ ცხრილით თვალი მაინც
უნდა მიეჩვიოს რა მანძილზე და რა სიჩქარით მოძრაობს ფრინველი რომ რიაგირება
ხდებოდეს წამიერად.
მონადირე სვრის ფრინველს რომელიც მიფრინავს
გვერდულად სამიზნე ხაზის გადამკვეთად.
ყოველი წარმატებული თუ წარუმატებელი
გასროლის შემდეგ შეეცადეთ დაფიქრდეთ, გააანალიზოთ სროლის მანძილი, ფრინველის
სიჩქარე, სამიზნის წინ გასწრების მანძილი
და მომავალში გამოიყენოთ ეს გამოცდილება.
მხოლოდ ასე შეგიძლიათ ისწავლოთ კარგი სროლა.
მთავარია არ ელოდოთ რომ თქვენ ყოველ
გასროლას მოყვება ფრინველის ჩამოვარდნა. შემიძლია ჩემი 20 წლიანი ნადირობის
გამოცდილებიდან გითხრათ რომ ყველა გასროლა ბუნებაში თავისებურად უნიკალურია, ხშირად იგი რაღაციტ გავს წინა
შემტხვევებს. მთავარია ეცადოთ არ
გაიმეოროთ ადრე დაშვებული შეცდომები.
წყარო: hunters.ge
|