ოთხშაბათი, 18.12.2024, 04:42მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 432
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » როგორ ვესროლოთ ფრინველსა და ნადირს
20:42
როგორ ვესროლოთ ფრინველსა და ნადირს


როგორ ვესროლოთ ფრინველსა და ნადირს

 

ნადირობის დროს იშვიათი არ არის, როდესაც ნასროლი ნადირი ან ფრინველი უვნებელი რჩება ან მსუბუქად დაჭრილი მონადირისათვის იკარგება და მტაცებელთა ლუკმა ხდება. როგორც პირველი, ისე მეორე შემთხვევა მეტად გულსატკენია. ასეთი მარცხი უმთავრესად დამწყებ, ახალგაზრდა და მოუტმენელ მონადირეებს მოსდით ხოლმე.

თოფის აცდენის მიზეზი ბერნაირია. ზოგი მათგანი საერთოა, ზოგიც ინდივიდუალური.

ნადირობენ წინასწარი მოფიქრებით. მაგალითად, მწყერზე, კაკაბზე, კურღელზე, იხვზე, ბატზე და . . იმის მიხედვით, თუ რომელ ნადირსა თუ ფრინველზეა განზრახული მომავალი ნადირობა, ხდება მონადირის წინაწარი მომზადებაც. ამის მიხედვით შეირჩევა ვაზნების დატენილობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. სანადირო ჩანთა ან ნანადირევის ჩამოსაკიდებელი თასმები და ყველა დანარჩენი სანადირო აღჭურვილობა.

პირველ რიგში გავეცნოთ ნადირ-ფრინველისათვის სროლის წესებს, რომელთა მოსაპოვებლად საკმარისია წვრილი ან შედარებით წვრილი საფანტი. ამისათვის გავარჩიოთ ნადირობის რამდენიმე სხვადასხვა მომენტი.

თქვენ წინ წყალზე ზის იხვი, გინდათ მას დამჯდარს ესროლოთ იხვს უმიზნებთ შუა ნაწილში წყლის პირზე, თქვენი თოფის სამიზნე იხვის ტანისა და წყლის დონის გადაკვეთის ხაზზეა, იხვის მთელ ტანს მისჩერებიხართ, ხოლო თქვენი თოფის სამიზნე თამასა კი არ შანს. (სურ 1) თუ თქვენს თოფს დაზეითებიული ან დაქვეითებული მიტანა არა აქვს, იგი მიზანში მოხვდება და იხვიც თქვენი ნადავლი გახდება, ხოლო თუ თოფი წინაწარ გასინჯული გაქვთ, ამ შემთხვევაში სათანადო შესწორება უნდა შეიტანოთ დამიზნებაში. ე.ი თოფს დაზეითებული მიტანა აქვს, დამიზნების წერტილი უნდა გადმოიტანოთ ახლოს, ე.ი. სამიზნესა და იხვის ტანს შუა უნდა გამოჩნდეს წყლის ნაწილი, ხოლო თუ თოფს დაქვეითებით მიაქვს, მაშინ თოფის სამიზნე შესაფერისად იხვს შუა ტანში უნდა დაუმიზნოთ, ან სრულად დაფაროთ მიზანი ლულებით. ასეთი შესწორებები უნდა გაკეთდეს თქვენი თოფის თავისებურების მიხედვით ყველა ქვემოთ დასახელებულ შემთხვევაშიც.
თუ ფრინველი(მტრედი, გვრიტი, ქედანი და სხვა) ხის ტოტზე ზის და თქვენ გსურთ იგი დამჯდარი მოკლათ, მას მკერდის დონეზე უნდა დაუმიზნოთ. (სურ 2)
თუ ფრინველი მიწაზე დადის ან დგას. მას ტანთან ფეხების შეერთების ადგილზე, ანუ მუცელში უმიზნებენ...


ვრცლად იხილეთ წიგნში ,,მონადირის გზამკვლევი"


წყარო: monadire.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1939 | დაამატა: gio | ტეგები: როგორ ვესროლოთ ფრინველსა და ნადირს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი