როგრ ავიცილოთ სხეულის ზედმეტად გაცივება
სხეულის
ზედმეტად გაცივება ისე შესამჩნევი არ არის, როგორც მოყინვა, მაგრამ შეიძლება უფრო სახიფათო იყოს და სიკვდილი გამოიწვიოს. როგორც კი თქვენი სხეული იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, თქვენი სასიცოცხლო ორგანოები, მათ შორის ტვინი და ნერვული სისტემა, შენელებულად იწყებს მუშაობას. სუსტი გადაცივების დროს ადამიანი სიცივისგან კანკალს იწყებს, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, საუბარი გაურკვეველი ხდება, ადამიანი ფეხზე არამყარად დგას. საშუალო გადაცივების დროს კანკალი ჩერდება, სისხლის წნევა და პულსი ეცემა, სუნთქვა შენელებულია. სხეულის ზედმეტად გაცივებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი. ძლიერი გადაცივების დროს ადამიანის სხეული გვამს გავს _ უძრავია, ცივი, გაქვავებული, კანი მოცისფრო-მონაცრისფროა.
ბავშვის
სხეული ადვილად შეიძლება გადაცივდეს ისინი ისეთი პატარები არიან, რომ სითბოს ნებისმიერი დანაკარგი მათთვის მნიშვნელოვანია.
იგივე შეიძლება ითქვას ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგან მათი სისხლის მიმოქცევა შენელებულია. დასუსტებული მოხუცები ძალიან მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ, რადგან თითქმის არ აქვთ ცხიმის საფარი, რომელიც სიცივისგან დაიცავდათ.
თუ
ზამთარში გარეთ დიდი დროის გატარებას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, როგორ ებრძოლოთ სიცივეს, მაშინაც კი, თუ სიცივეს შეჩვეული ხართ და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებით. აშშ არმიის გამოყენებითი მედიცინის სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტის ადამიანის ორგანიზმზე სიცივის გავლენის შესწავლის განყოფილების დირექტორი, ვეტერინარიის დოქტორი მურეი ჰამლეტი, შემდეგ რჩევებს გთავაზობთ.
შეიძინეთ
სინთეტიკური
ქსოვილით დათბუნებული ტანსაცმელი. პირველი წესი: თუ ქუშაში დიდი დროით აპირებთ ყოფნას, ამინდის შესაბამისად ჩაიცვით.
საუკეთესოა
სპორტული ტანსაცმელი სინთეტიკური დათბუნებით ჰაერით სავსე ათასობით პატარა ტომარა, რომელიც აკავებს სითბოს. ასეთ ტანსაცმელში სიცივე არ შეგაწუხებთ.
ჩაიცვით
დამატებითი
ტანსაცმელი.
სითბოს შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა, რაც შეიძლება თბილად ჩაიცვათ. დამატებითი ტანსაცმელი შეგინარჩუნებთ სითბოს, ამასთან, თუ მუშაობისას გაიოფლებით, ყოველთვის შეძლებთ გაიხადოთ ტანსაცმლის ნაწილი და გაცივების არ შეგეშინდეთ. სხეულთან ყველაზე ახლოს უნდა გეცვათ პოლიპროპილენის ტანსაცმელი, რომელიც შეიწოვს სხეულის ანაორთქლს. შემდეგ უნდა ჩაიცვათ ტანსაცმელი, რომელიც შეინარჩუნებს სხეულის სითბოს: შალის პერანგი, სვიტერი, ან თბილი კოსტიუმი ეს საუკეთესოა. ზედა ტანსაცმელი უნდა გიცავდეთ ცივი ამინდის მოქმედებისგან და ადვილად იწოვდეს სხეულის ანაორთქლს, ამიტომ აირჩიეთ ისეთი ქურთუკი, რომელიც სხეულს სუნთქვის საშუალებას მისცემს.
ტანსაცმლის
გამოცვლა.
ბუნებაში ხანგრძლივი დროით გასვლა მოულოდნელობებით
არის სავსე. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ტემპერატურა შეიძლება დაეცეს, ან ცივ წყალში მოხვდეთ. ამიტომ პროფილაქტიკური ზომები უნდა მიიღოთ: სახლში ერთი-ორი წუთით შეყოვნდით და ჩაიდეთ წყვილი კალსონები, წინდები, სვიტერი და შარვალი. ამგვარად, თუ ტანსაცმელი დაგისველდებათ, გამოცვლას შეძლებთ.
თუ
შეიძლება გაოფლიანდეთ, მსუბუქად ჩაიცვით. თუ სუფთა ჰაერზე მძიმე სამუშაოს შესრულებას აპირებთ, მსუბუქად ჩაიცვით. სველი ტანსაცმელი კარგავს იზოლაციის თვისებას და ცივ ჰაერთან ერთად ხელს უწყობს სითბოს დაკარგვას, რაც თქვენ არ გჭირდებათ. დროდადრო შეისვენეთ. შესვენების დროს რაიმე მოიფარეთ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ გცივათ.
თუ
შეგამცივნებთ,
შენობაში შედით და გათბით საბნის ქვეშ. სითბოში მინიმუმ ერთი საათი დარჩით.
ცოტა
შეჭამეთ. სითბოს აღსადგენად, მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად და სხეულის ნორმალური სითბოს აღსადგენად თქვენს ორგანიზმს კალორიები სჭირდება (თანაც დიდი რაოდენობით!). ცოტაოდენი შვრიის ფაფა უზრუნველგყოფთ სითბოთი მთელი გასეირნების განმვალობაში.
დალიეთ
რაიმე ცხელი. სუპი, ცხელი სიდრი, ან სხვა ცხელი სასმელი, სხეულს მაინცდამაინც არ გაათბობს, მაგრამ შეეწინაარმდეგება
გაუწყლოებას
და სწრაფად გამოგიკეთებთ მდგომარეობას (გაუწყლოებამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა გადაცივების დროს).
იმოძრავეთ.
თუ სახლიდან შორს იმყოფებით და სიცივისგან გაკანკალებთ, იპოვეთ ქარისგან დაცული ადგილი, დაანთეთ კოცონი, დალიეთ ცოტაოდენი ჩაი, ცოტა შეჭამეთ. ჩაიცვით, რისი ჩაცმაც შეგიძლიათ. იაქტიურეთ. ეს უკეთესია, ვიდრე გულხელდაკრეფილი
ჯდომა.
თუ
თქვენი მეგობარი იყინება, სწრაფად იმოქმედეთ. თუ დროულად არ მიიღებთ ზომებს, ზედმეტად გაცივება შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს. თუ თქვენი მეგობარი გაიყინა, დაკარგა მოძრაობის კოორდინაცია, გაურკვევლად საუბრობს, დაუყოვნებლივ შეიყვანეთ შენობაში. თუ უცნობ ადგილას, ან შენობიდან შორს ხართ, რაიმე თბილი სითხე დაალევინეთ და აიძულეთ აქტიურად იმოძრაოს. სწრაფი სიარული თქვენს მეგობარს გათბობაში დაეხმარება. თუ ამან არ უშველა, დააფარეთ ყველაფერი, რაც შეიძლება: საბანი, ტანსაცმელი, ფოთლები, ან თოვლი (ამ შემთხვევაში თოვლში ჩაარჭეთ ჯოხი, რომ მოძებნა გაგიადვილდეთ). მოიყვანეთ დამხმარე ძალა.
წყარო:
(narkozi.com)
|