რუხი იხვი
რუხი
იხვი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში.
საქართველოს
ფარგლებში
რუხი იხვი მოიპოვება მრავალ ადგილას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს ფორმა აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლოდ ასავლეთ საქართველოში – როგორც მოზამთრე.
რუხი
იხვი ბინადრობს შინაგანი წყალსატევების სანაპიროებზე. ზოგ შემთხვევაში ბუდობს წყალსატევების სანაპიროებზე. ზოგ შემთხვევაში ბუდობს წყალსატევიდან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებით, მშრალ და უწყლო ველებზე. ზამთრობით იკრიბება გუნდების სახით ჭაობიან ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე წყალსატევების სანაპიროებზე, ზოგ შემთხვევაში კი წყალსატევებიდან
საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებით. მაისში დებს 9 – 11 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. კრუხად ჯდება მხოლოდ ედდალი. საკვებს შეადგენს მცენარეთა ნორჩი ყლორტები, ბალახი, განსაკუთრებით კი როგორც კულტურული, ისე სარეველა მარცვლოვანები. ჭამს აგრეთვე მწერებს, ჭიებს, მცირე ზომის ლოკოკინებს. საკვების მოსაპოვებლად ხშორად ველებზე საკმაოდ შორ მანძილზე იჭრება.
რუხი
იხვი წარმოადგენს სპორტული ნადირობის ობიექტს. სახალხო მეურნეობასი ერთგვარი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.
ცნობილია
რუხი იხვის რიგირ ქვესახეები, რომელთაგან საქართველოში გვხდება ჩვეულებრივი რუხი იხვი – Anas
strepara strepara.
წყარო:
monadire.com და
superstock.com
|