რუხლოყება მურტალა
რუხლოყება
მურტალა მოიპოვება ევროპაში, აზიის დიდი ნაწილში, ჩ. – დ. აფრიკაში, ჩრდ. ამერიკის ჩრდილო ნაწილში (გარდა არქტიკისა.
საქართველოს
ფარგლებში
რუხლოყება
თევზიყლაპია
გვხდება მობინადრე ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.
რუხლოყება
მურტალა ბინადრობს ზღვებისა და ტბათა მიდამოებში. ბუდეს იკეთებს წყალსატევების სანაპიროებზე. მაისის დამლევს დებს 2 – 6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 23 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საკვებს შეადგენენ მცირე ზომის თევზები, რომელთაც ადვილად იჭერს წყალში ყვინთვით, ბაყაყები, მწერები, კიბოსნაირები, რბილსხეულიანები,
ჭიები, ზოგჯერ მცენარეულობა.
ცნობილია
რუხლოყება
მურტალას ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება დასავლური რუხლოყება მურტალა –
Colymbus.
წყარო:
monadire.com
|