რუსულ–ევროპული ლაიკა
რუსულ–ევროპული ლაიკის ფესვები რუსეთიდან მომდინარეობს. იქ მათ დათვებზე, ირმებზე, გარეულ ტახზე, მგლებზე და მელიებზე სანადიროდ გამოიყენებდნენ.
ლაიკები უშიშარი, ენერგიული და მეტად აზართული ძაღლები არიან. ისინი დიდ თოვლში საათობით ეძებენ ნადირის კვალს, მისი შემჩნევის შემთხვევაში გარეულ ცხოველს ყეფით ედევნებიან და წრეში აქცევენ, სანამ მონადირის გასროლის ხმას არ გაიგებენ.
რუსულ–ვეროპული ლაიკა, შეიძლევა ითქვას, მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება. ლაიკამ "კოსმონავტი ძაღლის" სახელი დაიმკვიდრა.
1957 წელს,
როდესაც ლაიკები (როგორც პირველი ცოცხალი არსებები) კოსმოსში აფრინეს, ამ ჯიშის არსებობა მთელმა მსოფლიომ გაიგო. მათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა ლაიკების მონადირის ინსტიქტმა კვალი არ დაკარგა. ამ მხრივ მაინცდამაინც არ გაუმართლათ ადამიანებს, ვისაც ლაიკა ოჯახში გასართობ ძაღლად უნდოდათ. რუსეთში მონადირე ლაიკების მრავალი ნაირსახეობა არსებობს: დასავლეთ–ციმბირული ლაიკა, აღმოსავლეთ–ციმბირული ლაიკა და სხვა.
დადებითი
თვისებები:
1. იდიალური
მონადირე;
2. სპორტული;
3. თავისებური.
თავისებურებები:
1. ძალიან
მოძრავი და ენერგიული; 2. ვერ იყოლიებ ბინის პირობებში; 3. თავისებური.
სიმაღ;ე მინდაოში: ხვადი 52–58 სმ. ძუ: 50–56 სმ. შეფერილობა: შავი ან რუხი თეთრი ლაქებით.
წარმომავლობა"
რუსეთი.
|