რუსული სპანიელი
ფრინველზე მონადირე ძაღლების მოშენებით რუსეთში უკვე დიდი ხანია დაკავებული არიან. ფრინველზე მონადირე ძაღლების მრავალი ძველი რუსული ჯიში ჰგავს ევროპულს, მაგალითად, რუსული რეტრივერი შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე ოქროსფერი რეტრივერის ანალოგად: რუსული სეტერი ძალიან ახლო იყო ინგლისურთან. რუსული სპანიელი – საკმაოდ ახალგაზრდა ჯიშია, იგი მიიღეს სხვადასხვა ჯიშის სპანიელისა და პოინტერის (სიჩქარის თვისებების გაუმჯობესების მიზნით) შეჯვარების შედეგად. ამჟამად, ეს უნივერსალური მონადირული ძაღლია: იგი დევნის ნადირს, აყენებს მას ფრთაზე და გასროლის შემდეგ აწოდებს მონადირეს, მათ შორის წყლიდანაც. მასთან, ჩვეულებრივ, ნადირობენ იხვზე, ღალღაზე, სხვა ფრთოსნებზე, ასევე კურდღლებზე. რუსული სპანიელი ძლიერი, ძალზე აქტიური, ჟინიანი და ცოცხალი ძაღლია. ნადირობაზე მისი ამოცანაა – ფრინველის მოძებნა, მისი ფრთაზე აყენება და გასროლის შემდეგ ბრძანებისთანნავე ნადავლის მიწოდება მონადირისათვის (თანაბარი მშრალი ადგილიდან, ჭაობიანი რიყებიდან, წყლიდან). იგი ფლობს კარგ ალღოს, ენერგიული მოძებნის უნარს, გამძლეობას. რუსული სპანიელი დამჯერი, მშვიდი, ალერსიანი სახლის ძაღლია. ხშირად წარმოადგენს კარგ დარაჯს და წვრთნისას დიდ შრომას არ საჭიროებს. რუსული სპანიელი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. შეფერილობა: ერთტონური: შავი, ყავისფერი, წითური; ორფეროვანი: შავ-ამლაკი, ყავისფერ-ამლაკი და წითურ-ამლაკი; სამფეროვანი: თეთრი ლაქებით, შავი და ყავისფერი თრთვილებით. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 38-44 სმ, ძუ – 36-42 სმ. ხასიათი: რუსული სპანიელი, როგორც წესი, ჰყავთ ბინის პირობებში, მაგრამ იგი საჭიროებს ხანგრძლივ ყოველდღიურ სეირნობებს. კვირაში ერთხელ საჭიროა მისი წმენდა და დავარცხნა, წელიწადში 2-3-ჯერ კი, განსაკუთრებით ნადირობის შემდეგ, გაფუჭებული ბურტყლის და ბეწვის მოშორება. ამის გარდა, აუცილებელია ყურების რეგულარული შემოწმება.
|