
საღამოს ტბა
საღამოს
ტბა მდებარეობს ჯავახეთში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ3, წყალშემკრები აუზის ფართობი 528კმ2. ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა
14,4ºC. ზამთარში
იყინება
4,5 თვით.
საღამოს
ტბის გასწვრივ, სატრანზიტო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების
ძეგლები –
3 ეკლესია,
ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული.
|