სამშაბათი, 23.04.2024, 11:53მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » საკვებურები
00:04
საკვებურები


საკვებურები

 

დღესდღეობით მეთევზეთათვის წარმოდგენილია საკვებურების მთელი რიგი, რომელთაგან, სათევზაო პირობების შესაბამისად შესაძლებელია ზუსტად შეირჩეს საკვებურის ესათუ ის ტიპი.

თუ თქვენ ფიქრობთ რომ ყუთში ნაპოვნი ძველი საკვუბურის პატერნოსტერზე მიმაგრებით საქმე გაკეთებულია, ცდებითრადგან ყველაფერი ხშირად არც ისე მარტივადაა.

მიზეზი, რატომაც არსებობს საკვებურების ამდენი ნაირსახეობები, მდგომარეობს იმაში, რომ მეთევზემ შეძლოს ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა თევზაობისას მის წინაშე არსებული სირთულეებისა და სხვა პირობებიდან გამომდინარე.

ამისათვის გთავაზობთ საკვებურების მოდელების მიხედვით მათი გამოყენების რამოდენიმე რჩევას


საკვებური ღია ფსკერით

ეს მყარი პლასტიკისგან დამზადებული ნასვრეტებიანი საკვებური გამოიყენება თუ ტევზაობა ხდება არაუმეტეს 1.5 მეტრის სიღრმეზე. სასურველია დამატებით საკვებად გამოვიყენოთ როგორც წვრილი ასევე მსხვილი ფრაქციის მქონე საკვები, რომლებსაც განვათავსებთ ფენებად.

საკვებური "გალია” (მეტალის)

"გალია” ღია ფსკერის მქონე საკვებურისგან განსხვავებით გამოიყენება მაშინ, როდესაც გვესაჭირეობა საკვებურის წყალში უფრო სწრაფი დაცლა. შესაბამისად მისი გამოყენება სასურველია იქ სადაც წყლის დონე 1.5-ზე ნაკლებია. რადგანაც უფრო ღრმა წყალში საკვებური დაიცლება მანამდე სანამ ის ფსკერს მიაღწევს.

საკვებური დახშული ფსკერით

ეს საკვებური გამოიყენება ცოხცალი დამატებითი საკვებისთვის, როგორიცაა თეთრი ჭია, ჭიაყელა, მატლი და ასე შემდეგ. წყალში მოხვედრისას ცოცხალი საკვები იწყებს მისგან გამოსვლას და სატყუარის ახლოს იქმნება ცოცხალი საკვების ერთგვარი გროვა. საკვებურიდან საკვების გამოსვლის კონტროლი შესაძლებელია ნასვრეტების გამსხვილებით, ან ზოგიერთი მათგანის (საიზოლაციო ლენტით) დახშობით.

საკვებური "მეთოდი”

ამ ტიპის საკვებურით თევზაობისას უმეტეს შემთხვევებში გამოიყენება მოკლე სადავე. დამატებითი საკვებით სავსე საკვებურს თევზი გარს შემოაცლის საკვებს და როდესაც იპოვის იქვე მყოფ სატყარას მოხდება თვითწამოგება.

საკვებური "გალია” (პლასტიკის)

ეს საკვებური იდეალურია წინაღობების მქონე ფსკერზე თევზაობისას, რადგან ის მეტალის საკვებურისგან განსხვავებით უფრო სწრაფად ამოდის ზედაპირზე.

საკვებური "ბომბი"

ეს დამძიმებული საკვებური გამიზნულია მოზრდილი თევზის საჭერად დიდ დისტანციაზე.
იდეალურია დიდი ზომის ნაფოტასა და კაპარჭინას საჭერად.

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას
სტატიის ავტორი თემო ჯიჯელავა.


წყარო: fisher.ge

კატეგორია: ფიდერი | ნანახია: 1788 | დაამატა: gio | ტეგები: საკვებურები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი