პარასკევი, 19.04.2024, 12:27მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » სანადირო ადგილები

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი განლაგებულია ისტორიულ აჭარაში. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის ეგრეთ წოდებული „ნაღვარევის წყების" ვულკანურ-დანალექი ქანებით, რომლებშიც წარმოდგენილია სუბტუტე და კირტუტე ბაზალტების, ტრაქიანდეზიდების, ანდეზიტების, დელენიტების, ტუფიტების, მერგილების და არგილიტების მორიგეობა. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის ჩაქვისწყლისა და ყორაღისწლის წყალგასაყარზე მდებარეობს. აქაური მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებენს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მაგრამ თვით ნალექებით უხვ აჭარაში მტირალას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მეტრია, ყველაზე ნალექიანი ადგილია. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1673 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

კაცობურის დაცული ტერიტორია

კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის რაიონის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი. ამას გარდა, აღკვეთილის ჰიდროგრაფიული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია გრუნტის წყლები, რომელთა დონე ზოგიერთ ადგილას მიწის ზედაპირს უახლოვდება და ჭაობებს წარმოქმნის. ჰავა კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელია – წლიური საშუალო ტემპერატურა იანვარში არის მინიმუმ - 4ოჩ, მაქსიმალური კი +22 ოჩ. წლიური ნალექების საერთო რაოდენობა შეადგენს 17757 მმ-ს. 
წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1232 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

გარდაბნის დაცული ტერიტორია

1996 წელს დაარსებული გარდაბნის აღკვეთილის ფართობი 3 484 ჰექტარია. აღკვეთილი აზერბაიჯანის საზღვართან გარდაბნისა და მარნეულის რაიონების ტერიტორიაზე მდებარეობს და თბილისიდან 39 კილომეტრითაა დაშორებული. გარდაბნის აღკვეთილი ამ ტერიტორიაზე არსებულ ტყის კორომთა შენარჩუნების, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების და იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელთა დაცვის მიზნით შეიქმნა. 
გარდაბნის აღკვეთილის ფლორის მთავარი სიმდიდრეა ჭალის ტყეები, რომლის მთავარი ხე-მცენარეებია: ხვალო (Pოპულუს ჰყბრიდა), ოფი, წნორი, მთრთოლავი ტირიფი, ჭალის მუხა, თელა და პატარა თელადუმა. ქვეტყეში იზრდება კუნელი, დატოტვილი იალღუნი, შინდანწლა და ქაცვი, ლიანებიდან გვხვდება: კატაბარდა, ღვედკეცი და სვია. ჭალის ტყის მიმდებარე ადგილები ამ მხარისათვის დამახასიათებელი სტეპური მცენარეულობის, ძირითადად უროიანის ფრაგმენტებს უჭირავს.
გარდაბნის აღკვეთილში ხერხემლიანების, კერძოდ, თევზების 21 ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1743 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია. 
გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ფლიშით - ქვედა ეოცენური ნალექებით: მერგელოვანი თიხები, მერგე ლები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2339 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი

ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტეტიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები 3 დამოუკიდებელი ერთეულისაგან შედგება: ბაწარის (3042 ჰა) და ბაბანეურის (770 ჰა) ნაკრძალებისა და ილტოს აღკვეთილისგან (5273 ჰა) შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 170 კმ დაშორებით.
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადის, ბაწარას ხეობაში მდებარეობს, პანკისის ხეობის სიახლოვეს. ბაბანეურის ნაკრძალი ახმეტის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული. აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთი, რომელზეც ბაბანეურის ნაკრძალია განლაგებული სოფლების – ალვანის, ბაბანეურის და ლალისყურის სიახლოვეს მდებარეობს.
ილტოს აღკვეთი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1972 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ბირთვისი

ალგეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, თეთრიწყაროს რაიონში, ქ. თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000მ).
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.
ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით.
ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2347 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

აჯამეთის დაცული ტერიტორია

აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 265 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხის და სვირის უბნებისგან. აღკვეთილის საერთო ფართობი 4848 ჰექტარია, რომლის 4738 ჰექტარი ტყითაა დაფარული. აღკვეთილის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი საშუალო სიგანე 3კმ, ყველაზე ფართო ადგილას 5 კმ-ია. აღკვეთილის ტერიტორია აგებულია მიოცენის, ოლიგოცენის და ეოცენის ასაკის ნალექებით. აგრეთვე, აღკვეთილში გვხვდება ტბიურ-ალუვიური წარმოშობის მეოთხეული ასაკის მკვრივი და ბლანტი თიხები.
დღევანდელი სახით აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და ძელქვის შენარჩუნება იყო.
აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმათი მდგომარეობს, რომ კოლხეთის დაბლობზე ეს თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც სუბტროპიკული შ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1606 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ლიახვის დაცული ტერიტორია

ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ცხინვალის რაიონის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელში. ნაკრძალის მეტი წილი (6388 ჰექტარიდან - 5386 ჰა) ტყეებს უჭირავს. მისი მცირე ნაწილი კი ალპურ საძოვრებს, კლდეებსა და ნაშალებს. ისტორიულად ტერიტორია, სადაც ნაკრძალი მდებარეობს ხან შიდა ქართლად, ხან დვალეთად და ხანაც სამაჩაბლოდ მოიხსენიება. 
სამხრეთ ოსეთი ორი კლიმატური ზონის – სუბტროპიკულის და კონტინენტურის საზღვარზე მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიის ჰავას კონტინენტური უფრო ეთქმის. რადგან თავად ნაკრძალის სიმაღლე არა ერთგვაროვნია, წლიური ტემპერატურაც და მაღლა მთაში ბევრად განსხვავებულია. მთის წინეთში, რომელიც ნაკრძალის ყველაზე დაბალ წერტილს წარმოადგენს, წელიწადის მანძილზე დაახლოებით 179 უყინვო დღეა დაფიქსირებული, ხოლო მაღალმთაში - 112 დღე. ლიახვის ნაკრძალის გეოლოგიურ აგებულებაში იურული, ცარცული, მესამეული და მეოთხეული ნალ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1643 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი ტერიტორიებისგან შედგება და მისი საერთო ფართობი 8707 ჰექტარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთლიანად მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა. 
ყაზბეგის ეროვნული პარკი მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, მდინარე თერგის აუზშია განლაგებული ყაზბეგის რაიონში (ხევში); მისი ტერიტორიის ქვედა ნიშნული ზ.დ-დან 1400 მ სიმაღლეზეა, ხოლო ზედა 3300-4100 მ ფარგლებშია მოქცეული. ყაზბეგის ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება მაღალი მთის ეკოსისტემების დაცვას.
მისი რელიეფი რთულია, მთაგორიანი და ძლიერ დანაწევრებული. ყაზბეგის ეროვნული პარკი, ისევე როგორც მთელი ხევი, აგებულია ქვედალიასური ასაკის ბა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2112 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ლაგოდეხის ჩანჩქერი

ლაგოდეხის ნაკრძალი


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.
ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია, რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს, რომლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2276 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი