კვირა, 24.11.2024, 06:17მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » სანადირო თოფები
23:57
სანადირო თოფები


სანადირო თოფები

 

ნადირობის დროს ზუსტი სროლა მარტო მონადირის უნარზე არ არის დამოკიდებული. იგი განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. მაგალითად, ზუსტი სროლისათვის აუცილებელია კარგი და მორგებული თოფი, მაღალი ხარისხის სასროლი მასალა და სანადირო ობიექტის მიხედვით მისი სწორი შერჩევა, ვაზნების საუკეთესო დატენა და სხვ. ყველა ამ საკითხის შესწავლა მონადირის გადაუდებელ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.

სანადირო თოფების კლასიფიკაცია. დღეისათვის ვხვდებით სანადირო თოფების მრავალ სახეობას.

ჭურვის მიხედვით სანადირო თოფები იყოფიან:

1. საფანტიან ანუ გლუვლულიან თოფებად;

2. ტყვიის ანუ კუთხვილულიან თოფებად;

3. კომბინირებულ თოფებად და

4. ტყვიასაფანტიან თოფებად.

ლულების რაოდენობის მიხედვით არჩევენ: ერთლულიან, ორლულიან, სამლულიან და ოთხლულიან თოფებს.

ლულების განლაგების მიხედვით არჩევენ: ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შედუღებულ ლულებიან თოფებს. რიგი სპეციალისტების აზრით ზუსტი სროლა მეორე ტიპის თოფით უფრო იოლია. უნდა ვიფიქროთ რომ ეს დამოკიდებულია მონადირის ინდივიდუალურ თვისებებზე. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ ზუსტი სროლა ქარის დროს ვერტიკალურად შედუღებული ლულებიანი თოფით უფრო მეტად ძნელდება.

დატენის საშუალებათა მიხედვით არჩევენ: ზუმბიან ანუ ფილთა თოფებს და სახაზინო ანუ ვაზნიან თოფებს.

გასასროლად გამზადებული ვაზნების რაოდენობის მიხედვით სანადირო თოფებს ყოფენ ერთვაზნიან (ორვაზნიან), მრავალვაზნიან და თვითდამტენ ანუ ავტომატურ თოფებად.

დამცემი სისტემის მოწყობილობის მიხედვით სანადირო თოფებს ყოფენ ჩახმახიან და უჩახმახო თოფებად.

სარეწაო სანადირო თოფი თავის მხრივ იყოფა მცირე და მსხვილი ყალიბის თოფებად. მცირე ყალიბის თოფის ლულა ან ლულები არ უნდა აღემატებოდეს 20-, . მას მიეკუთვნება 20, 24, 28, და 32 ყალიბის თოფები. იგი უნდა იწონიდეს დაახლოებით 2,5-2,7 კგ-.

12 ყალიბის გლუვლულიანი თოფი უნდა იწონიდეს 3,2-3,7 კგ-, ხოლო 16 ყალიბის თოფი –3,0—3,2 კგ-. ასეთი თოფების ერთი ლულა (როგორც წესი მარჯვენა) ცილინდრი ან შევიწროებული ცილინდრია, ხოლო მეორე ლულაჩოკი ან გაძლიერებული ჩოკია. სავაზნის სიგრძე უნდა უდრიდეს 70 მმ-.

მსხვილ ნადირზე სანადიროდ ხმარობენ აგრეთვე 7,62, 10,4 და 121,7 მმ-ის ყალიბის შტუცერებს და 8,9 კარაბინებს, ზუსტი სროლის გაადვილების მიზნით, მოწყობილი აქვთ ოპტიკური სამიზნე, შტუცერების წონა ოპტიკური სამიზნეთი დაახლოებით 4 კგ- უდრის.

 

ლულა.

საფანტიანი თოფის ლულა წარმოადგენს მილს, რომელშიაც იწვის დენთი და წვის შედეგად წარმოქმნილი გაზები გამოტყორცნის საფანტს.

ლულას ამზადებენ საუკეთესო ფოლადისაგან.

აღსანიშნავია რომ სხვა თანაბარ პირობებში ლულის სიგრძე დიდ გავლენას ახდენს საფანტის მიტანაზე. ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელი ლულა აუარესებს საფანტის მიტანას.

 

დენთი.

დენთი გამოიყენება სანადირო ცეცხსასროლ იარაღში საფანტის ან ტყვიის ჭურვის მოძრაობაში მოსაყვანად ანუ გასატყორცნად. ამიტომ გასაგებია, რომ თოფის თითოეული გასროლის შედეგი დიდადაა დამოკიდებული დენთის ხარისხზე.

თანამედროვე კლასიფიკაციით დენთს ყოფენ ორ ჯგუფად: ბოლიან დენთად და უბოლო დენთად.

 

საფანტი.

თოფის მიტანის ხარისხი დამოკიდებულია აგრეთვე საფანტზე. რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად სხვა თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია.

კატეგორია: სანადირო თოფები და შაშხანები | ნანახია: 3294 | დაამატა: gio | ტეგები: სანადირო თოფები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი