სანადიროდ წასაღებად
აუცილებელი წვრილმანები
სანამ ჩალაგებას დაიწყებდეთ დაჯექით და
ჩამოწერეთ იმ ნივთების სია, რომლებიც თან უნდა წაიღოთ .
პირვალ რიგში ასანთი (ასანთის თავებს თუ
პარაფინში ამოავლებთ,დაიცავთ დასველებისგან), ასანთი ჩადეთ პოლიეთილენის პარკში.
წაიღეთ "ზაჟიგალკაც" ზედმეტი არ იქნება. სანთლები, გამადიდებელი
შუშა(მზისგან ცეცხლის ასანთებად) ნემსი და ძაფი. სათევზაო მომენტი თუ იქნა
იქონიეთ: რამდენიმე ანკესის კაუჭი, ტვირთი(ტყვია), ძუა არანაკლებ 3 მეტრი.
კომპასი, მიუხედავად იმისა ნაცნობ ადგილას
მიდიხართ თუ არა.
იზრუნეთ სინათლის წყაროზე, აკუმულატორი
სათადარიგო, დურბინდი, არ გაწყენდათ ფოტოპარატიც. იხვზე თუ მიდიხართ ამისთვის
საჭირო სპეციალური ნივთები დაგჭირდებათ(სასტვენი, სატყუარა იხვი, საკენკი, თოკი,
პატარა გასაშლელი სკამი). დასაძინებლად წაიღეთ კარავი, სქელი ქვეშდასაგები,
შეიძლება ჰამაკიც გამოგადგეთ, პატარა ადგილს იკავებს და დასასვენებლად
სასიამოვნოა. შეშის დასამზადებლად გაითვალისწინეთ დანა, მონადირის დანა კი
აუცილებელი ატრიბუტია.
საგზალიც არ დაგავიწყდეთ, პროდუქტებთან
ერთად გაითვალისწინეთ რამე გრადუსიანი სასმელი(ამის შეხსენება ალბათ ზედმეტია),
გასათბობადაც და დეზინფექციისთვის. არ დაგავიწყდეთ ქვაბი.
ძაღლიც თუ მიგყავთ მისთვის საჭმელი არ
დაგავიწყდეთ.
მწერების საწინააღმდეგო საშუალება.
აუცილებელია
მონადირისთვის აფთიაქის პატარა არსენალი: ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკი,
მარგანცოვკა ან პანტოცილი წყლის დეზინფექციისთვის, იოდი ან სპირტი, ბინტი. და სხვა
თქვენი საჭიროებისამებრ.
ამ
ნივთებიდან კი ყველაზე აუცილებლები ჯობს მოათავსოთ ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას,
უცბად რომ იპოვოთ.
სასიამოვნო
და საინტერესო ნადირობას გისურვებთ! ნანადირევით დატვირთული დაბრუნებულიყავით!!!
წყარო: nadiroba.my1.ru
|