საშუალო ბატისანი
საშუალო
ბატისანი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდ. ამერიკაში.
საქართველოს
ფარგლებში
საშუალო ბატისანი მოიპოვება როგორც მოზამთრე ფრინველი. მეტი რაოდენობით გვხდება მიმოფრენის პერიოდში. საშუალო ბატისანი ბინადრობს ტბების, ტბორების, მდინარეთა და ზღვების სანაპიროებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, გამოქვაბულებში,
ბუჩქის ძირას, კლდის ნაპრალში. მაისში დებს 8 – 10 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 32 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, მათი მატლები და თევზები, მეტწილად მცირე ზომისანი. საშუალო ბატისანი წარმოადგენს სპორტული ნადირობის ობიექტს.
წყარო:
monadire.com
|