სატანას სოკო
ქუდი
7-25 სმ დიამეტრისაა, თავიდან ნახევარსფეროსებრია,
შემდეგ ბალიშისებრი, ხშირად ტალღოვანი კიდეებით, ხორცოვანი, ზედაპირი მშრალი. ჭუჭყიანი ნაცრისფერი, იასამნისფერი-ნაცრისფერი, ზოგჯერ ვარდისფერი შეფერილებით, ზირითადად კიდეების მხარეს. ჰიმენოფორი ყვითელი, სიბერეში იისფერი-ყვითელი, ხელით დაწოლისას ლურჯდება.
ფეხი
5-12 სმ სიმაღლისაა და 5-8 სმ სისქის, ბოლქვისებური, ქუდის მხარეს წაგრძელებული, თავში და ბოლოში მოყვითალ-მოწითალოა, შუაში ნარინჯისფერ-მოწითალოა,ახასიათებს მომრგვალო ფორმის ყულფებიანი მოწითალო ბადე.
რბილობი
ნორჩობაში
მკვრივი, შემდეგ რბილდება, თეთრი ფერისაა, გადანაჭერზე ლურდება, ფეხში უფრო მოწითალო ხდება. ახალგაზრდა სოკოებს არ აქვთ გამოკვეთილი არომატი, ბებერი სოკოებს აყროლებული სუნი აქვთ. იზრდება ტყეებში, პატარა ჯგუფებად, ზაფხულსა და შემოდგომით. ჩვენთან საკვებად არ გამოიყენებენ.
|