შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტი
არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში. ის ხასიათდება ინსულინის (ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება კუჭუკანა ჯირკვალში) არასაკმარისი გამომუშავებით ან მისი არასწორი მოხმარებით. ეს ჰორმონი ხელს უწყობს უჯრედის მიერ გლუკოზის, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენებას. თუ შაქრის დონე სისხლში მკვეთრად მცირდება ან მატულობს ნორმასთან შედარებით, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.
საკვების
მიღების საპასუხოდ ძლიერდება ინსულინის გამოყოფა, რასაც მოყვება სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება. თუ ინსულინი გამომუშავდება არასაკმარისი რაოდენობით, შაქრის დონე სისხლში მატულობს, ამ მდგომარეობას ჰიპერგლიკემია ეწოდება. დიაბეტით დაავადებულებს მუდმივად უწევთ საკუთარ საკვებ რაციონში შაქრის რაოდენობის შემცირება და სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება ინსულინის ინექციების ან აბების საშუალებით, მაგრამ თუ ინსულინი დიდი რაოდენობით იქნება შეყვანილი ან თუ შაქარი არასაკმარისი რაოდენობით იქნება მიღებული, შესაძლებელია მისი კონცენტრაცია სისხლში შემცირდეს და განვითარდეს ჰიპოგლიკემია.
ჰიპოგლიკემია
ძალიან ხშირია გადაუდებელი დახმარების ეტაპზე.
ჰიპოგლიკემიის
განვითარების
ხელშემწყობი
ფაქტორებია:
-ინსულინის
მაღალი დოზით შეყვანა;
-ინსულინის
შეყვანის შემდეგ საკვების მიღების დაყოვნება ან ღებინება;
-ფიზიკური
ვარჯიში.
ტვინის
უჯრედები ძალიან მგრძობიარეა გლუკოზის ნაკლებობის მიმართ, ამიტომ ჰიპოგლიკემიის დროს ტვინის ნორმალური ფუნქციონირების სწრაფად აღდგენა შეუძლებელი ხდება.
ჰიპოგლიკემიის
დამახასიათებელი
ნიშნები:
. ანამნეზში
დიაბეტი;
. საერთო
სისუსტე, ძილიანობა, შიმშილის შეგრძნება;
. კანკალი;
. უჩვეულო
ქცევა, შესაძლებელია აგრესიულობა;
. ოფლიანობა;
. მკრთალი
ფერის კანი;
. შეხებით
ცივი, ნამიანი კანი;
. დაზარალებულს
შეიძლება აღენიშნებოდეს ცნობიერების დაბინდვა, უგონო მდგომარეობა;
. ზედაპირული
სუნთქვა;
. გარემოს
დათვალიერებისას
შესაძლებელია
შენიშნოთ ინსულინის შპრიცი ან ამპულა.
ჰიპოგლიკემიის
დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია სისხლში შაქრის დონის სწრაფად აწევა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ გამოძახება.
პირველი
დახმარება
ჰიპოგლიკემიის
დროს:
. თუ
დაზარალებული
უგონოდაა:
-გახსენით
სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები.არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში;
-ყოველ
10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ , სუნთქვა ცირკულაციის ნიშნები. და ცნობიერების დონე;
-დროულად
გამოიძახეთ
გადაუდებელი
სამედიცინო
სამსახური;
. თუ
დაზარალებული
გონზეა:
-დასვით
ან დააწვინეთ დაზარალებული, მიეცით ტკბილი სითხეები, შაქარი, შოკოლადი ანტკბილი საჭმელი;
-თუ
ამის შემდეგ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდება, დაუმატეთ ტკბილ საჭმელი ან სასმელი. ურჩიეთ მას მშვიდად იყოს, სანამ თავს კარგად არ იგრძნობს. თუ შაქრის მიცემის შემდეგ დაზარალებულის ზოგად მდგომარეობა არ უმჯობესდება, ურჩიეთ, მიმართოს ექიმს. ეძებეთ ცნობიერების შეცვლის სხვა შესაძლო მიზეზი და ჩაატარეთ სათანადო პირველი დახმარება.
თუ
შაქრის დონე სისხლში მატულობს და ვითარდება ჰიპერგლიკემია, შესაძლებელია რამოდენიმე დღეში განვითარდეს უგონო მდგომარეობა და შემდგომ დიაბეტური კომა (შეუქცევადი პროცესებით ტვინში). ამ მდგომარეობის დროს საჭიროა ინსულინის შეყვანა და სითხეების გადასხმა ინტრავენურად.
ჰიპერგლიკემიის
დამახასიათებელი
ნიშნები:
. მშრალი
კანი;
. აჩქარებული
პულსი;
. ღრმა,
გაძნელებული
სუნთქვა;
. სუნთქვისას
აცეტონის სუნი პირიდან.
ჰიპერგლიკემიის
დროს ძირითადი მიზანია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება დაუყოვნებლივ.
პირველი
დახმარება
ჰიპერგლიკემიის
დროს: დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. საჭიროებისას ჩაატარეთ სათანადო პირველი დახმარება, თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია.
სამედიცინო
სამსახურის
მოსვლამდე
ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერება.
გახსოვდეთ!
შაქრიანი
დიაბეტის არსებობისას მუდამ გახსოვდეთ ჰიპერგლიკემიისა
და ჰიპოგლიკემიის საშიშროების შესახებ.
ჰიპერგლიკემიასა
და ჰიპოგლიკემიაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
დიაბეტიანი
ავადმყოფების
პირველი დახმარების დროს, განსაკუთრებით თუ ავადმყოფი უგონო მდგომარეობაშია,
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მდგომარეობის დამძიმების წინა პირობის დაზუსტებას (წამლის ან საკვების მიღება, ფიზიკური დატვირთვა და სხვ.) და მოპოვებული ინფორმაციის სამედიცინო პერსონალისათვის
მიწოდებას.
წყარო:medportal.ge
|