შოტლანდიური ტერიერი
შოტლანდიური
ტერიერი (სკოჩ–ტერიერი,
scottish terrier) ეს
ჯიში შოტლანდიაში დაახლოებით 1700
წელს გამოიყვანეს, თუმცა, იმ სახით, როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ, იგი არსებობს 1890 წლიდან. მანამდე ეს ჯიში ატარებდა აბრედენული ტერიერის სახელს ქალაქ აბერდენის საპატივცემულოდ,
რომელიც ითვლება მის სამშობლოდ.
სკოჩ–ტერიერი–კომპაქტური, ძლიერი ძაღლია მოკლე ფეხებით. მას ხშირად უწოდებენ "დიდ ძაღლს პატარა საფუთავში".
იდიალური სიმაღლე მინდაოში: 25–28
სმ. წონა: 9–11 კგ. ამ ჯიშის თავი მოგრძო, მაგრამ სხეულის მიმაღთ პროპორციულია, ცხვირი და კბილები საკმაოდ დიდია, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია კარგად, თვალები ნუშისებრია, მუქი–ყავისფერი, ყურებს გააჩნიათ წაწვეტებული ფორმა და აწეულია, კისერი კუნთოვანია, კუდი–საშუალო სიგრძის, იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ან ოდნავ მომრგვალებულია.
ბეწვი ხშირი, კოფაქტური, უხეშია, ძაკზე წააგავს ჯაგარს. ქინქლი ხშირი და რბილია, მშვენივრად იცავს ძაღლს სიცივისაგან. შეფერილობა: შავი, ვეფხვისებრი, სიმინდისფერი. ხასიათი: სკოჩ–ტერიერი–ხალისიანი, ამაყი, დამოუკიდებელი, ჭკვიანი და საკუთარი ღირსების შეგრძნების მქონე ძაღლია. ჩვეულებრივ, მტელ თავის ყურადღებასა და სიყვარულს მიმართავს იმ ოჯახის წევრებზე, რომელშიაც ცხოვრობს, ამასთან სრულიად გულგრილია უცხოების მიმართ. ამბობენ სკოჩ–ტერიერი–"ძაღლია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადგილას მისვლა და ნებისმიერი რამის კეტება". გაწვრთვნისას უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება,
რომ სკოჩ–ტერიერს გულთან ახლოს მიაქვს, როგორც კრიტიკა, ისე ქება.
ხასიათი:
მრავალი დროის მანძილზე სკოჩ–ერიერს იყენებდნენ მხოლოდ წვრილ ნადირზე სანადიროდ და იგი სარგებლობდა პოპულარობით მონადირეებთან იმ სიმამაცისა და უშიშრობის წყალობით, რომლითაც იგი ნადავს მისდევს. მისი "სპეციალობა",
ძირითადად,
იყო მელია, მაჩვი, წავი და ბოცვერი. თუმცა თავისი არაჩვეულებრივი და მომხიბლელი გარეგნობის გამო (დიდი წაგრძელებული თავი და წვერი), შოტლანდიურმა ტერიერმა მალევე მოიპოვა პოპულარობა კომპანიონი ძაღლის სახით. აღნიშნულ ძაღლს განსაკუთრებით იმისათვის აფასებენ, რომ მას უყვარს ბავშვები და მშვენივრად იცავს სახლს. ამ სიმპატიური ტერიერის გამოსახულებას შეიძლება შევხვდეთ შოტლანდიური ვისკის რეკლამებში, მისალოც ბარათებზე, სათამაშოებსა და თილისმებზე. ამ ძაღლს ესაჭიროება ხშირი და ხანგრძლივი სეირნობები. აუცილებელია მისი ბეწვის ხშირი ვარცხნა და გაკრეჭა წელიწადში ორჯერ მაინც.
|