სილიხემ ტერიერი
სილიხემ ტერიერი XIX საუკუნის შუა წლებში კაპიტანმა ჯონ ედვარდსმა გამოიყვანა. ამ ჯიშის მისაღებად მან შეაჯვარა დენდი დინმონ ტერიერი, ფლანდრის ბასეტი, კორგი, ვესტ ჰაილენდ ტერიერი და უხეშბეწვიანი ფოქსტერიერი. ოფიციალურად აღნიშნული ჯიში აღიარეს 1910 წელს. სიმაღლე მინდაოში: არაუმეტეს 30 სმ. წონა: მაქსიმალური ხვადი 9 კგ. ძუ 8 კგ. თავის ქალა აქვს გუმბათისებური ფორმის, ცხვირი დიდია, ყბები და კბილები-ძლიერი, გააჩნიათ ძლიერი ეშვები. ამ ჯიშის თვალები მრგვალი და მუქია, ყურები-ფართო, ჩამოშვერილი ლოყებზე, კისერი-გრძელი და კუნთოვანი. კუდი აწეულია მაღლა, ნაწილობრივ კუპირებულია, წინა ფეხები მოკლეა და სწორი, უკანა-ძლიერი და კუნთოვანი. ბწევი გრძელია, ხშირი და უხეში, საჭიროებს გაკრეჭას. შეფერილობა: თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო. ხასიათი: სილიხემ ტერიერი-ენერგიული, რამდენადმე ღვარძლიანი, ერთგული და არისტოკრატული ძაღლია. ამბობენ, რომ მის ხასიათში იდეალურადაა გაწონასწორებული სიმამაცე და ხალისიანობა. მრავალი წლის მანძილზე სხვა ტერიერთა მსგავსად, სილიხემ ტერიერს წარმატებით იყენებდნენ წვრილ ნადირზე, მელიებზე, წავებზე, მაჩვებსა და სკუნსებზე სანადიროდ. თუმცა, ამჟამად, თავისი სილამაზისა და მხიარული ხასიათის გამო, იგი ძირითადად ოჯახის ძაღლია.
|