სტერილიზაცია
ცხოველთა მეპატრონეები
ძალიან ხშირად ეკითხებიან ვეტერინარებს რამდენად მიზანშეწონილია ცხოველის
სტერილიზება, რისთვისაა იგი საჭირო და რომელ ასაკსშია უკეთესი მისი ჩატარება.
სტერილიზაცია
გულისხმობს გამრავლების ფუნქციის ხელოვნურ შეწყვეტას. სინამდვილეში ქირურგიული
გზით სტერილიზების ანუ ოვარიოჰისტეროექტომიის (ან ორქიტექტომია) სწორი ტერმინია
კასტრაცია ანუ სასქესო ჯირკვლების ამოკვეთა შემდგომში გამრავლების უნარის
შეწყვეტით.სტერილიზაცია კი უფრო სწორი იქნება განვიხილოთ როგორც გამრავლების ფუნქციის
ხელოვნური შეწყვეტა სასქესო ჯირკვლების ამოკვეთის გარეშე, ამ დროს
გორმონმაპროდუცირებელი ფუნქცია შენარჩუნებულია.
სტერილიზაცია
მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში თუ ცხოველის მეპატრონე არ გეგმავს შთამომავლობის
მიღებას. ევროპის ძირითად ქვეყნებში, სადაც დაწესებულია გადასახადი ცხოველის
ყოლაზე. სტერილურ ცხოველებში მისი სიდიდე ბევრად დაბალია. წმინდა სამედიცინო
თვალსაზრისით სტერილიზებული ცხოველები ნაკლებად მიდრეკილები არიან სიმსივნური
პათოლოგიებისაკენ და აგრესიისაკენ.
გართულებები რომლებიც
ამ დროს ვითარდება ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
1. ზოგჯერ ვითარდება
სხეულის მასის მატება,რაც რაციონის ნორმალურად შერჩევით შეიძლება ვარეგურილოთ
2. ძალზედ იშვიათია
გართულება, რომელიც ვითარდება მდედრებში, უნებლიე შარდვის სახით. ამ შემთხვევაში
მნიშვნელოვანია ოპერაციული ტაქტიკა რადგან ეს გართულება ვითარდება მხოლოდ მაღალი
ამპუტაციის შემთხვევაში
ამდენად სტერილიზაციის
ჩატარება სრულიად უვნებელია ცხოველისათვის და პირიქით, შეიძლება ვილაპარაქოთ მისი
დადებითი ეფექტის შესახებაც. მას გააჩნია სოციალური მნიშვნელობაც, რადგანაც ჭარბი
გამრავლების შედეგად არასასურველი ცხოველები ხვდებიან ქუჩაში და მაწანწალა
ცხოველების რაოდენობის მატებას განაპირობებენ.
წყარო: vipanimals.ge
|