ხუთშაბათი, 25.04.2024, 01:56მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ტურა
15:36
ტურა

ტურა



ტურა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სხეულის სიგრძეა 68-104 სმ, კუდი 22-27 სმ, წონა 6-16 კგ. სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს. ბეწვი უხეშია, ქარცი-რუხი. ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი, ზაფხულობით უფრო ბაცია, ვიდრე ზამთარში.
გავრცელებულია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, მცირე აზიაში, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს ლერწმიანში. არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს. ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში, კლდის ნაპრალებში, ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში, ხეების ფესვების ქვეშ, ზოგჯერ იკეთებს მელიის ან მაჩვის სოროს, თვითონაც თხრის არაღრმა სოროს. საკვები შეადგენს ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები: თაგვისებრი მღრნელები, კურდღლები, თავს ესხმის ფრინველებსაც. იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც. სანადიროდ გამოდის ჯგუფურად. მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში, მაკეობის ხანგრძლივობაა სამი თვე. ნამატი ჩნდება აპრილ-მაისში. თითოეული ნაყარი შეიცავს 3-8 უსუსურ თვალგაუხელელ ნაშიერს. დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეულ საკვებით იკვებებიან. განგური ხდება წელიწადში 2-ჯერ თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში. საგრძნობ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას, შინაურ და გარეულ ფრინველებს, აგრეთვე არის ცოფისა და სხვა დაავადების მატარებელი და გამავრცელებელი. ბეწვი მდარე ხარისხისაა, ტურას უგებენ 3 ან 5 ნომერ ხაფანგს.
ტურას მოსაპოვებლად საჭიროა 0-1 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2580 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი