სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » თეთრყელა კვერნა
|
თეთრყელა კვერნა
თეთრყელა კვერნა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეულის სიგრძე 45 -55 სმ, კუდისა 25-30 სმ. სხეულის ზომისა და წონის მიხედვით მდედრები ჩამორჩებიან მამრებს. ბეწვის შეფერილობა ზურგის მხარეს მუქი- მურაა, მუცელზე-რამდენადმე უფრო ნათელია. ყელზე დიდი თეთრი ლაქაა, რომელიც გადადის გულმკერდსა და წინაკიდურებზე. თათების ლანჩა ბალნებით სუსტადაა დაფარული. თითქმის ბალიშები შიშველია და ამ ნიშანთვისებით შესაძლებელია ცხოველის ნაკვალევის გამოცნობა. გაცრცელება: სამხრეთი და შუა ევროპა, კავკასია, წინა აზია, მცირე, შუა და ცენტრალური აზია. საქართველოში თითქმის ყველგანაა, სადაც მოიპოვება შესაფერისი ადგილსამყოფელები. ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის და ჭალის ტყეებში, უტყეო კლდოვან ფერდობებზე, ხრამებისა და ხევების ბუჩქნარებში. საკმაოდ ხშირად გვხვდება კულტურულ ლანდშაფტებში, ადამიანის საცხოვრებლის ახლოს. საკვების მოსაპოვლებად გადის მინდვრებში, ღამით იტაცებს შინაურ ფრინველებს. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ქვების ქვეშ და ხეების ფესვების ქვეშ. საკვების მოსაპოვლებლად ჩვეულებრივ გამოდის ღამით, თუმცა გვხვდება დღისითაც. კარგად დარბის მიწაზე და დაცოცავს ხეებზე. ძალიან მარდი, ღონიერი და დაუღლელი მტაცებელია. ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაიაროს რამდენიმე ათეული კილომეტრი. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ადვილად მოიპოვებს წვრილ ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ამფიბიებს, მწერებს და ამ დროს იჩენს გაუმაძღრობას და შეუბრალებლობას. მძუნაობამდე ცხოვრობს ცალკე, მარტოულად, მძუნაობა ხდება ივლისის - აგვისტოში. მომდევნო წლის აპრილ -მაისში მდედრი შობს 3 -6 თვალებაუხლელ ნაშიერს, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და 3 -4 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. 8 -9 თვის ასაკში ისინი სხეულის ზომით უტოლდებიან თავიანთ მშობლებს. გამრავლების უნარი უვითარდება 2 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წლამდეა. სამეურნეო დანიშნულება: ერთ-ერთი საუკეთესო ბეწვის მომცემი ცხოველია, რომელიც იძლევა ძვირფას ბეწვს, თუმცა თავისი ხარისხით ჩამოუვარდება ტყის კვერნის ქურქს. საქარველოში ნადირობდნენ კვერნაზე 1 დეკემბრიდან- 28 თებერვლამდე, მას მოიპოვებენ ხაფანგებით, თოფიდან სროლით(ძაღლების გამოყენებით). თეთრყელა კვერნის მოსაპოვებლად საჭიროა 5 ნომერი საფანტი. ამჟამად ნადირობა აკრძალულია.
|
კატეგორია: ცხოველები |
ნანახია: 2670 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|