თეთრთვალა ყურყუმელა
თეთრთვალა
ყურყუმელა
გვხდება ევროპაში, აზიაში, ჩრდ. აფრიკაში.
საქართველოს
ფარგლებში
თეთრთვალა
ყურყუმელა
მოიპოვება
მრავალ ადგილას. განსაკუთრებით კი მიმოფრენის პერიოდში. აღმოსავლეთ საქართველოსათვის
იგი ცნობილია როგორც მობუდარი ფორმა. ხოლო დასავლეთ საქართველოსთვის
– როგორც იშვიათად მოზამთრე.
თეთრთვალა
ყურყუმელა
ბინადრობს
ღრმა ტბების სანაპიროებზე, რომლებიც დაფარულია ლერწმით. მეტწილად გვხდება დაბლობ ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 7 – 14 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. საკვებს შეადგენს მცენარეთა ნორჩი ყლორტები და კვირტები, ბალახი, წყლის მცენარეთა ფოთლები და თესლები, მწერები და მათი მატლები, ზოგჯერ რბილსხეულიანები.
რიგ
ადგილებში
თეთრთვალა
ყურყუმელას
აქვს სარეწაო მნიშვნელობა. საქართველოს ფარგლებში იგი წარმოადგენს სპორტული ნადირობის ობიექტს.
წყარო:
monadire.com
|