წითელი ლამბაქა
ნაყოფსხეული-ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ დიამეტრის, შიგნითა ზედა ნაწილში კაშკაშა მონარინჯისფრო-წითელია, გარედან უფრო ღია ფერისაა, მოყვითალო ელფერით.
რბილობი
თხელია, ცვილისებრი, მყიფე. სპორები ელიფსისებრია
15-20X8-12 მკმ,
მარცვლოვან-ხორკალიანი, შემდეგ კი - ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, ღია ადგილზე, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გამოყენება-ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. ადვილად შესამჩნევი სოკოა.
|