წითელნისკარტა ყურყუმელა
წითელნისკარტა
ყურყუმელა
მოიპოვება
ხმელთაშუა
ზღვის ევროპულ სანაპიროზე, თუმცა ჩრდილოეთით აღწევს ბალტიის ზღვამდე, აზიის დიდ ნაწილში, ალჟირში, ეგვიპტეში.
საქართველოში
წითელნისკარტა
ყურყუმელა
გვხდება თითქმის ყველგან, მეტწილად მიმოფრენის პერიოდში. აღმოსავლეთ საქართველოში იგი ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – როგორც მოზამთრე.
წითელნისკარტა
ყურყუმელა
ბინადრობს
ტბების სანაპიროებზე, რომლებიც დაფარულია ლერწმით. ზამთრობით მეტწილად თავს იყრის ზღვის სანაპიროებსა და ტბებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 7 – 10 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. საკვებს შეადგენს მცენარეთა ნორჩი ყლორტები, კვირტები, წყალმცენარეები,
მცირე ზომის ლოკოკინები, გვერდულები, ჭიები, წყლის მწერები და მათი მატლები
წითელნისკარტა
ყურყუმელა
წარმოადგენს
სპორტული ნადირობის ობიექტს.
წყარო:
monadire.com
|