წითელთავა ყურყუმელა
წითელთავა
ყურყუმელა
გავრცელებულია
ევროპაში,
აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში, ჩრდილო ამერიკაში.
საქართველოს
ფარგლებში
წითელთავა
ყურყუმელა
გვხდება მრავალ ადგილას. აღმოსავ;ეთ საქართველოში იგი ცნობილია როგორც მობუდარი ფორმა, ხოლო დასავლეთ საქართველოში როგორც მოზამთრე.
წითელთავა
ყურყუმელა
ბინადრობს
შინაგანი წყალსატევების მეტწილად ტბების სანაპიროებზე, რომლებიც დაფარულია ლერწმით. ზამთრობით თავს იყრის ტბებისა და ზღვათა სანაპიროებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალსატევის სანაპიროსთან ახლოს. დებს 8 (ზოგჯერ 6 – 15) კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 26 დღემდე. საკვებს შეადგენს მცენარეთა ნორჩი ყლორტები და კვერცხები, წყლის მცენარეები და მათი თესლები, მწერები და მათი მატლები, კიბოსნაირნი, რბილსხეულიანები.
რიგ
ადგილებში
წითელთავა
ყურყუმელას
აქვს სარეწაო მნიშვნელობა. საქართველოს ფარგლებში იგი წარმოადგენს სპორტული ნადირობის ობიექტს.
ცნობილია
წითელთავა
ყურყუმელას
ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი წითელთავა ყურყუმელა –
Nyroca frina ferina.
წყარო:
monadire.com
|