წერო-ტურფა
წერო ტურფა მოიპოვება სამხრეთ ესპანეთში, სამხრეთ უკრაინაში, აზიის დიდი ნაწილში და აფრიკის მრავალ ადგილას. საქართველოს ფარგლებში წეროტურფა ცნობილია როგორც მიმომფრენი ფრინველი. წერო ტურფა ბინადრბოს ველებზე, მინდვრებზე, ბუჩქნარში, ზოგჯერ ნახევრადუდაბნოში, მდინარეთა სანაპიროზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 1 – 2 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 30 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. წერო ტურფას ძირითად საკვებს შეადგენენ მცენარეთა თესლები, კენკრა, აგრეთვე მწერები, ლოკოკინები, ზოგჯერ ხვლიკები და მცირე ზომის გველის წიწილები. წეროტურფასი ცნობილია ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ჩვეულებრივი წეროტურფა–Anthropoides virgo virgo.
წყარო: monadire.com და oiseaux.ne
|