ცრუდათვის სოკო
ქუდი
5-6 სმ დიამეტრისა, ნორჩი სფეროსებრია, ზრდასრული ბალიშისებრ-ამობურცული, ნაცრისფერია ან ღია ყავისფერი. ჰიმონოსფორი ყვითელია,ფორები წვრილი. ხელის დაჭერისას მომწვანო-მოლურჯო ფერს იღებს.
ფეხი
3-7 სმ სიგრძისაა და 2-3 სმ სისქის, ცილინდრული ფორმისა, ქუდთან ვიწროვდება, წითელია, ქუდთან ახლოს ყვითელია, ბადისებრი გამოსახულება მოწითალოა ან თეთრი.
რბილობი
ყვითელია,
გადანაჭერზე
ლურჯდება,
მწარეა, სიმწარეს გათუთქვის შემდეგაც არ კარგავს. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში. ზაფხულსა და შემოდგომაზე. საკვებად არ გამოიყენება.
|