უნაგირა სოკო
ქუდი-2-8
სმ დიამეტრისაა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს. ქუდის კდეები თავისუფალია ან ოდნავ შეზრდილი ფეხთან; ნაცრისფერია ან მურა ნაცრისფერი.
ფეხი-2-5
სმ სიგრძისაა და 1-1,5 სმ სისქისა, სიგრძივ დაღარულია; ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს რამდენიმე მილია ერთად შედუღებული; ნაცრისფერია ან მოშავო.
სპორები
ელიფსური
15-17X10-12 მკმ
ზომისა, გლუვზედაპირიანი.
ჩანთები ცილინდრულია 400
მკმ სიგრძისა და 12-15 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნიადაგზე ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გამოყენება-პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე წინასწარ წყალში უნდა მოიხარშოს 20-30
წთ, ნახარში წყალი კი გადაიღვაროს.
|