ზამთრის სოკო
ზამთრის
სოკო ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა
ოჯახისა. აქვს 2-5 სმ დიამეტრის ქუდი — შიშველი, ლორწოიანი, ყვითელი, შუაში მურა. ფირფიტები თეთრრია, მოყვითალო ფერი დაჰკრავთ. ფეხი წვრილი, ხრტილოვანი, ზემოთ მოყვითალო, ძირში მუქი მურა და შებუსვილია. იზრდება ჯგუფურად გვიანი შემოდგომიდან (ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში), ხარობს გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი ვერხვსა და ტირიფზე. საჭმელად იხმარება ახალი.
|